From Wikipedia, the free encyclopedia
შვეიცარიის 26 კანტონი — შვეიცარიის ფედერაციის შემადგენელი ადმინისტრაციული ერთეულები. 1848 წელს შვეიცარიის ფედერაციის ჩამოყალიბებამდე, ვესტფალიის ზავის (1648) მიხედვით თითოეული კანტონი წარმოადგენდა დამოუკიდებელ სახელმწიფოს, საკუთარი საზღვრებით, ჯარით და ვალუტით. ბოლოს წარმოქმნილი კანტონია იურის კანტონი, რომელიც 1979 წელს ბერნის კანტონს გამოეყო.
დასახელება მომდინარეობს ფრანგული სიტყვიდან canton, რომელიც კუთხეს ან ოლქს აღნიშნავს.
XVI საუკუნეში შვეიცარიის კავშირი შედგებოდა 13 კანტონისგან. ისინი იყო ორი ტიპის: ექვსი სოფელის კანტონი და შვიდი ქალაქ კანტონი. ტექნიკურად ისინი წამოადგენდნენ საღვთო რომის იმპერიის ნაწილს, თუმცა 1499 წელს მიაღწიეს დე-ფაქტო დამოუკიდებლობას როდესაც შვეიცარიელებმა დორნახის ბრძოლაში დაამარცხეს მაქსიმილიანე I.[1]
კანტონების სია მოცემულია ფედერალური კონსტიტუციის შესაბამისად
გერბი | აბრევიატურა | კანტონი | ფედერაციაში შესვლის თარიღი | დედაქალაქი | მოსახლეობა | ფართობი | სიმჭიდროვე კვ.კმ/ად. | მუნიციპალიტეტების რაოდენობა | ოფიციალური ენა |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ZH | ციურიხის კანტონი | 1351 | ციურიხი | 1,390,124 | 1,729 | 701 | 171 | გერმანული ენა | |
BE | ბერნის კანტონი | 1353 | ბერნი | 979,802 | 5,959 | 158 | 383 | გერმანული, ფრანგული | |
LU | ლუცერნის კანტონი | 1332 | ლუცერნი | 377,610 | 1,493 | 233 | 87 | გერმანული | |
UR | ურის კანტონი | 1291 | ალტდორფი | 35,422 | 1,077 | 33 | 20 | გერმანული | |
SZ | შვიცის კანტონი | 1291 | შვიცი | 146,730 | 908 | 143 | 30 | გერმანული | |
OW | ობვალდენის კანტონი | 1291 | ზარნენი | 35,585 | 491 | 66 | 7 | გერმანული | |
NW | ნიდვალდენის კანტონი | 1291 | შტანსი | 41,024 | 276 | 138 | 11 | გერმანული | |
GL | გლარუსის კანტონი | 1352 | გლარუსი | 38,608 | 685 | 51 | 3 | გერმანული | |
ZG | ცუგის კანტონი | 1352 | ცუგი | 113,597 | 239 | 416 | 11 | გერმანული | |
FR | ფრიბურის კანტონი | 1481 | ფრიბური | 278,493 | 1,671 | 141 | 167 | ფრანგული, გერმანული | |
SO | ზოლოთურნის კანტონი | 1481 | ზოლოთურნი | 257,393 | 790 | 308 | 122 | გერმანული | |
BS | ბაზელ-შტადტის კანტონი | 1501 | ბაზელი | 192,581 | 37 | 5,072 | 3 | გერმანული | |
BL | ბაზელ-ლანდის კანტონი | 1501/1833 | ლისტალი | 277,042 | 518 | 502 | 86 | გერმანული | |
SH | შაფჰაუზენის კანტონი | 1501 | შაფჰაუზენი | 76,356 | 298 | 246 | 27 | გერმანული | |
AR | აპენცელ-აუსეროდენის კანტონი | 1513 | ხერიზაუ | 53,017 | 243 | 220 | 20 | გერმანული | |
AI | აპენცელ-ინეროდენის კანტონი | 1513 | აპენცელი | 15,688 | 173 | 87 | 6 | გერმანული | |
SG | სანქტ-გალენის კანტონი | 1803 | სანქტ-გალენი | 483,101 | 2,026 | 222 | 85 | გერმანული | |
GR | გრაუბიუნდენის კანტონი | 1803 | კური | 192,621 | 7,105 | 26 | 180 | გერმანული, რეტორომანული, იტალიური | |
AG | აარგაუს კანტონი | 1803 | აარაუ | 621,398 | 1,404 | 388 | 220 | გერმანული | |
TG | თურგაუს კანტონი | 1803 | ფრაუენფელდი | 250,640 | 991 | 229 | 80 | გერმანული | |
TI | ტიჩინოს კანტონი | 1803 | ბელინცონა | 333,753 | 2,812 | 110 | 157 | იტალიური | |
VD | ვოს კანტონი | 1803 | ლოზანა | 713,281 | 3,212 | 188 | 339 | ფრანგული | |
VS | ვალეს კანტონი | 1815 | სიონი | 312,684 | 5,224 | 53 | 143 | ფრანგული, გერმანული | |
NE | ნევშატელის კანტონი | 1815/1857 | ნევშატელი | 172,021 | 803 | 206 | 53 | ფრანგული | |
GE | ჟენევის კანტონი | 1815 | ჟენევა | 466,536 | 282 | 1,442 | 45 | ფრანგული | |
JU | იურის კანტონი | 1979 | დელემონი | 70,197 | 839 | 82 | 64 | ფრანგული | |
CH | შვეიცარია | ბერნი | 7,593,494 | 41,285 | 174 | 2,596 | გერმანული, რეტორომანული, იტალიური, ფრანგული |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.