From Wikipedia, the free encyclopedia
ყალმუხები (ყალ. хальмг, хальмгуд, მონღ. халимаг) — დასავლეთმონღოლური ერი, ეთნოსი, მცხოვრები ძირითადად ყალმუხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე. საუბრობენ ყალმუხურ და რუსულ ენებზე. არიან ოირატების ტომის შთამომავლები, რომლებიც XVII საუკუნის დასასრულსა და XVIII საუკუნის დასაწყისში ცენტრალური აზიიდან ვოლგისპირეთსა და ჩრდილოეთ კასპიისპირეთში გადასახლდნენ.
ყალმუხები | |
---|---|
| |
საერთო მოსახლეობა | |
~184,000 | |
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | |
რუსეთი | 183 372 (2010)[1] |
ყაზახეთი | 422 (2009)[2][3] |
ენები | ყალმუხური (ასევე რუსულიც) |
რელიგიები | ტიბეტური ბუდიზმი (გელუგპის სკოლა), მართლმადიდებლობა |
2010 წლის მონაცემებით ყალმუხების საერთო რაოდენობა დაახლოებით 184 ათასს შეადგენდა. მათი ძირითიდი რელიგია გელუგპის სკოლის ტიბეტური ბუდიზმია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.