From Wikipedia, the free encyclopedia
ფასინლერი ან ბასიანი (თურქ. Pasinler; ქართ. ბასიანი; სომხ. Բասէն; ლათ. Phasiani; ბერძ. Φασιανοί; ყოფილი ჰასანქალე) — ქალაქი და რაიონი თურქეთში, ერზურუმის პროვინცია.[1] ქალაქის ფართობია 1 134 კმ²,[2] ხოლო მოსახლეობა — 27 055 (2022).[3]
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
ფასინლერი თურქ. Pasinler | |
ქვეყანა | თურქეთი |
კოორდინატები | 39°58′56″ ჩ. გ. 41°40′59″ ა. გ. |
ოფიციალური ენა | თურქული ენა |
სასაათო სარტყელი | UTC+3 |
მდებარეობს ქალაქ ერზურუმიდან აღმოსავლეთით 40 კილომეტრში, ქალაქშია ციხესიმაგრე ჰასანქალე.[4] ქალაქში დაიბადა XVI-XVII საუკუნეების ოსმალი პოეტი ნეფი.[5]
ქალაქის ძველი სახელწოდება „ჰასანქალე“ უნდა უკავშირდებოდეს აყ-ყოიუნლუს მმართველ უზუნ-ჰასანს, ან ჰასანს, რომელიც რეგიონს მართავდა 1330-იან წლებში, ასევე შესაძლებელია მისი სახელი უკავშირდებოდეს ქუჩუქ-ჰასანს, ჩობანის შვილიშვილს, რომელიც თავს დაესხა ქალაქს 1340 წელს.[6]
პირველი უძველესი სამეფო, რომელიც აკონტროლებდა ამ ტერიტორიას არის ურარტუ, ამ პერიოდში ქალაქს ბიანი უწოდა. ერთ-ერთი ვერსიით ფასინლერის სახელი მომდინარეობს უძველესი ტომიდან, რომელსაც ფაზიელები ეწოდებოდა. როგორც ჩანს, ამ ტომის სახელიდან წარმოიქმნა თანამედროვე ენებში ამ ტოპონიმის სახელწოდება: ქართულად ბასიანი, სომხურად ბასეანი, ბერძნულად ფასიანე და თურქულად ფასინი.[7] აღმოჩენილ კერამიკულ მასალებზე დაყრდნობით შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ფასინლერი იყო ურარტუს სამეფოს ნაწილი რკინის ხანაში.[8]
X საუკუნეში საზღვარი ბიზანტიის იმპერიასა და ტაო-კლარჯეთის ქართველთა სამეფოს შორის გადიოდა მდინარე არაქსის გასწვრივ, ამიტომ ჩრდილოეთ ბასიანის ნაწილი ქართველ ბაგრატიონთა სამფლობელო გახდა. 1001 წელს, დავით კურაპალატის გარდაცვალების შემდეგ, ბასიანი მემკვიდრეობით მიიღო ბიზანტიის იმპერატორმა ბასილ II-მ და იქ დააარსა იბერიის თემი დედაქალაქით თეოდოსიოპოლისში. თუმცა, გაერთიანებული ქართული სამეფოს ჩამოყალიბების შემდეგ, ბაგრატის ვაჟმა გიორგი I-მა მემკვიდრეობით მიიღო დავითის მემკვიდრეობა. სანამ ბასილი დაკავებული იყო თავისი ბულგარული ლაშქრობებით, გიორგიმ 1014 წელს დაიკავა ბასიანი 1014, რამაც გამოიწვია ბიზანტია-საქართველოს ომები. ბასილი II-ის ტერიტორიული დანაკარგების მიუხედავად, იმპერიისთვის დათმობილი მრავალი ტერიტორია 1070-1080-იან წლებში თურქ-სელჩუკებმა დაიპყრეს, მაგრამ შემდეგ დაიბრუნა საქართველოს მეფე დავით IV-მ. XIII საუკუნეში ბასიანის ბრძოლაში ქართველებმა დაამარცხეს რუმის სასულთნოს ლაშქარი. პროვინცია საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა 1545 წლამდე, სანამ ბასიანს ოსმალეთის იმპერია დაიპყრობდა. ოსმალებმა ჰასანქალე სანჯაყის ცენტრად აქციეს და ციხესიმაგრე მთლიანად აღადგინეს.[6]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.