ტონი ტანი
სინგაპურის პრეზიდენტი From Wikipedia, the free encyclopedia
სინგაპურის პრეზიდენტი From Wikipedia, the free encyclopedia
ტონი ტანი (ინგლ. Tony Tan Keng Yam; დ. 7 თებერვალი, 1940, სინგაპური) — სინგაპურელი პოლიტიკოსი, ბანკირი და მათემატიკოსი. 2011 წლის 1 ივლისამდე იკავებდა სინგაპურის საინვესტიციო კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორის და თავმჯდომარის მოადგილის პოსტს, ასევე იყო Singapore Press Holdings Limited-ის თავმჯდომარე. გარდა ამისა, ის არის სინგაპურის ეროვნული კვლევითი ფონდის თავმჯდომარე და მეწარმეობის, ინოვაციების და კვლევათა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.[1] 1980-იანი წლების ბოლოს მას პრემიერ-მინისტრობა შესთავაზეს, თუმცა, მან უარი განაცხადა,[2] მაგრამ, მოგვიანებით მაინც შევიდა მინისტრთა კაბინეტში: 1995–2005 წლებში იყო სინგაპურის პრემიერ-მინისტრის მოადგილე, 1996–2003 წლებში კი სინგაპურის თავდაცვის მინისტრი.
ტონი ტანი | |
სინგაპურის პრეზიდენტი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 1 სექტემბერი, 2011 |
წინამორბედი | სელაფან რამანათანი |
დაბადებული | 7 თებერვალი, 1940 სინგაპური |
მოქალაქეობა | სინგაპური |
შვილები | 4 |
იგი იყო სინგაპურის 2011 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი მონაწილე.[3] გაიმარჯვა 7,269 ხმის (<0,35%) უპირატესობით.[4] 2011 წლის 1 სექტემბერს დადო ფიცი და გახდა სინგაპურის მე-7 პრეზიდენტი.[5][6].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.