From Wikipedia, the free encyclopedia
ტალსი გაბარდი (ინგლ. Tulsi Gabbard, დ. 12 აპრილი, 1981, ლელოალოა, ამერიკის სამოა) — ამერიკელი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე. 2013 წლიდან აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი ჰავაის მეორე საარჩევნო ოლქიდან, წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი, დემოკრატიული ეროვნული კომიტეტის (დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელი ორგანო) ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი. აშშ-ის ისტორიაში კონგრესის პირველი ინდუიზმის მიმდევარი წევრი[1][2]. აშშ-ის ეროვნული არმიის მაიორი. ერაყის ომის ვეტერანი. 2019 წლის იანვარში წამოაყენა წინადადება, რომ სურდა კენჭისყრა აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში[3].
ტალსი გაბარდი Tulsi Gabbard | |
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 3 იანვარი, 2013 |
დაბადებული | 12 აპრილი, 1981 ლელოალოა, ამერიკის სამოა |
პოლიტიკური პარტია | დემოკრატიული პარტია |
მეუღლე | აბრაჰამ უილიამსი |
განათლება | ჰავაის წყნარი ოკეანის უნივერსიტეტი |
რელიგია | კრიშნაიზმი |
ხელმოწერა |
გაბალდი მხარს უჭერს აბორტის ლეგალიზაციას აშშ-ში, გამოდის ტრანსწყნაროკეანური პარტნიორობის წინააღმდეგ, გამოდიოდა გლას-სტიგოლის კანონის აღდგენის მომხრედ და მხარს უჭერს ერთსქესიანი ქორწინების ლეგალიზაციას. თავისი პოლიტიკური კარიერის დასაწყისში იგი ერთსქესიანთა ქორწინებისა და აბორტების ლეგალიზაციის წინააღმდეგი იყო, თუმცა მ ოგვიანებით შეიცვალა შეხედულებები. გაბალდი ასევე ეწინააღმდეგება ამერიკის სამხედრო ჩარევას სუვერენული ქვეყნების საშინაო საქმეებში. იგი გარკვეულ ასპექტებში აკრიტიკებდა ამერიკის პოლიტიკას ერაყში, ლიბიასა და სირიაში. 2017 წელს იგი საიდუმლოდ ჩავიდა სირიაში და შეხვდა მის პრეზიდენტს ბაშარ ასადს. ამ ქმედებით მან მკვეთრი კრიტიკა დაიმსახურა.
ტალსი გაბალდი დაიბადა 1981 წლის 12 აპრილს ამერიკის სამოის ქალაქ ლელოალოაში. იგი ბიზმესმენისა და მომავალში პოლიტიკოს მაიკ გაბარდისა და მისი მეუღლის კეროლ გაბარდის ხუთი შვილიდან მესამე იყო. 1980-1990-იან წლებში მაიკ და კეროლ გაბარდები იყვნენ კრიშნაიზმის გურუს კრის ბატლერის[4] აქტიური მიმდევრები, რომელმაც დააარსა ჰავაის კრიშნაიტული ორგანიზაცია, სადაც კეროლს ეკავა ადმინისტრაციული თანამდებობები. კრიშნაიზმის მიმდევრობის გამო მაიკმა და კეროლმა თავის შვილებს ინდუისტური სახელები უწოდეს, ტალსის კი ინდუიზმის წმინდა მცენარის სანს. तुलसी, tulasī IAST) სახელი უწოდეს.
1983 წელს, როდესაც ტალსი ჯერ კიდევ 2 წლისა იყო, გაბარდების ოჯახი ჰავაიში გადავიდა, სადაც ტულსიმ თავისი ბავშვობა და ახალგაზრდობა გაატარა. მან საოჯახო განათლება მიიღო, ორი წელი კი ფილიპინების მისიონერთა სკოლაში სწავლობდა. უმაღლესი განათლება მიიღო ჰავაის წყნარი ოკეანის უნივერსიტეტში, რომელიც დაასრულა 2009 წელს ბიზნესის ბაკალავრის ხარისხით.
პოლიტიკური კარიერა 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. 2002 წელს 21 წლის ასაკში გაიმარჯვა ჰავაის შტატის წარმომადგენელთა პალატის არჩევნებში და გახდა პალატის წევრი 42-ე საარჩევნო ოლქიდან და ამერიკის ისტორიაში გახდა ყველაზე ახალგაზრდა წევრი, რომელიც აირჩიეს წარმომადგენელთა პალატაში. ჰავაის კონგრესში ტალსი იყო განათლების, ტურიზმისა და ეკონომიკური განვითარების კომიტეტების წევრი.
2006 წელს, ერაყში ორწლიანი სამხედრო სამსახურის შემდეგ დაბრუნდა აშშ-ში და კვლავ პოლიტიკური მოღვაწეობით დაკავდა. წინასაარჩევნო კამპანიის დროს მხარს უჭერდა ბარაკ ობამას. 2012 წლის 6 ნოემბრის კონგრესის არჩევნებზე ტალსიმ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, მიიღო ამომრჩეველთა ხმების 81 %.
ტალსი გაბარდის პირველი ქორწინება ედუარდ ტამაიოსთან დასრულდა 2006 წელს განქორწინებით. 2015 წელს ცოლად გაყვა კონემატოგრაფ აბრაამ უილიამსს. სარწმუნოების მიხედვით ტალსი კრიშნაიზმის მიმდევარია, დაბადებიდან ვეგანია, მისი მაგალითი და მისაბაძი ადამიანია მაჰათმა განდი. მისი სულიერი სახელმძღვანელოა ბჰაგავადგიტა[5], მას შემდეგ რაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი გახდა ფიცი სწორედ ბჰაგავტგიტას ასლზე დადო[6], რომელიც ტალსის აჩუქა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ, ინდოეთში მისი ვიზიტის დროს[7].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.