From Wikipedia, the free encyclopedia
სეული (კორ. 서울, სოული) — კორეის რესპუბლიკის (სამხრეთ კორეის) დედაქალაქი და ქვეყნის უდიდესი აგლომერაცია.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
სეული 서울 | |||||
| |||||
ქვეყანა | სამხრეთი კორეა | ||||
შიდა დაყოფა | კანნამი, Gangdong District, Gangbuk District, Gangseo District, გვანაგი, Gwangjin District, Guro District, გიმჩჰონი, Nowon District, დობონი, Dongdaemun District, დონჯაკი, მაპო, სოდემუნი, Seocho District, Seongdong District, Seongbuk District, Songpa District, Yangcheon District, Yeongdeungpo District, იონსანი, Eunpyeong District, Jongno District, Jung District და Jungnang District | ||||
კოორდინატები | 37°35′00″ ჩ. გ. 127°00′00″ ა. გ. | ||||
ქალაქის მერი | Oh Se-hoon | ||||
დაარსდა | 6 ივნისი, 1395 | ||||
პირველი ხსენება | 4. century BCE | ||||
ადრეული სახელები | ვირესონი | ||||
ფართობი | 605.25 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 38 მეტრი | ||||
ოფიციალური ენა | კორეული ენა | ||||
მოსახლეობა | 10,421,782 კაცი (2007) | ||||
სიმჭიდროვე | 17,219 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+9 | ||||
ოფიციალური საიტი | seoul.go.kr | ||||
ქალაქი წარსულში ცნობილი იყო, როგორც ვუირიოსონგი (კორ: 위례성), ჰანიანგი (한양), ჰანსონგი (한성) და (იაპონური ოკუპაციის დროს) კეიჯო (京城) ან გიონგსონგი (경성).[1]
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქალაქმა თანამედროვე სახელწოდება მიიღო. სახელწოდება სეული კორეული ენიდან მოდის და „დედაქალაქს“ ნიშნავს. სხვა კორეული ქალაქების სახელწოდებებისგან განსხვავებით სახელწოდება ქალაქ სეულს არ გააჩნია შესაბამისი ჩინური იეროგლიფი. [2][3]
პირველი დასახლება მდინარე ჰანის მიმდებარედ, სადაც თანამედროვე სეული მდებარეობს ძვ. წ. 4000 წლით თარიღდება.[4]
სეული პირველად მოხსენიებულია, როგორც ვუირიესეონგ, პექჩეს დედაქალაქი (დაარსდა ძვ.წ 18 წელს). ეს ტერიტორია თანამედროვე სეული ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ქალაქის ამ ნაწილში ამ პერიოდის გალავანი დღესაც შემორჩენილია. კორეის სამი სამეფო ცდილობდა ამ სტრატეგიული მნიშვნელობის ტერიტორიის დაპყრობას. დროთა განმავლობაში მმართველობა პექჩედან კოგურიოს ხელში გადავიდა, მეექვსე საუკუნისთვის კი ტერიტორია სილამ დაიპყრო. [5]
მეთერთმეტე საუკუნეში კორიომ სილა შეიერთა. სეულში ზაფხულის სასახლე აშენდა, რომელსაც ,,სამხრეთის დედაქალაქს'' უწოდებენ. ამ პერიოდში სეულის უფრო დიდ დასახლებად ჩამოყალიბება დაიწყო. როდესაც ჩოსონის დინასტიამ კორიო ჩაანაცვლა დედაქალაქი სეულში (იმდროინდელ ჰანიანგში) გადაიტანეს. დედაქალაქი აქ დინასტიის დაცემამდე დარჩა. გიეონგბოკგუნგი, რომელიც მე-14 საუკუნეში სეულში აშენდა 1592 წლამდე სამეფო რეზიდენციას წარმოადგენდა. სხვა დიდი ზომის სასახლე, ჩხანდოკუნი ქალაქში 1405 წელს აიგო და სამეფო რეზიდენციას 1611-დან 1872 წლამდე წარმოადგენდა. როდესაც ჩოსონმა სახელწოდება შეივალა და მას კორეის იმპერია დაექვა სეულს მნიშვნელოვანი ფუნქციები დაეკისრა.
თავდაპირველად ქალაქი მთლიანად მასიური, ქვის კედლით იყო გარშემორტყმული, რათა ქალაქის მოსახლეობა გარეული ცხოველების და ქურდების შემოტევებისაგან დაეცვათ. ქალაქი შემდგომში კედლის გარეთაც გაჩნდა და განვითარდა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქალაქის ტერიტორიაზე კედლები აღარაა (გამონაკლისია ბუგასკანის მთის მიმდებარე ტერიტორია(북악산)) სეულის ცენტრალურ უბანში დღესაც მდებარეობს კარიბჭეები. განსაკუთრებით პოპულარულია ჰეუნგინჯიმუნისა და სუნგნიემუნის კარიბჭეები. ჩოსონის დინასტიის მმართველობის დროს ყოველდღირუად კარიბჭეები იღებოდა და იხურებოდა ბოსინგაკის ზარების თანხლებით. [6] მე-19 საუკუნის ბოლოს, იზოლაციის ასწლეულების შემდეგ სეულის კარიბჭეები უცხოელებისთვის გაიღო. ამასთანავე ქალაქმა გავითარება და მოდერნიზაცია დაიწყო. სეული გახდა პირველი ქვეყანა აღმოსავლეთი აზიაში, რომელმაც სამეფო სასახლეში ელექტროენერგია შეიყვანა, რომელიც ედისონ ილუმინეითინგის მიერ იქნა აშენებული. ათი წლის შემდეგ სეულში გაკეთდა ქუჩის განათებებიც.[7]
ქალაქის განვითარებას ხელი ვაჭრობამ შეუწყო. სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები იყვნენ საფრანგეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. 1904 წელს ამერიკელი ანგუს ჰამილტონი სეულს ესტუმრა, რომელმაც აღნიშნა:,,სეულის ქუჩები მომაჯადოვებელი, დიდებული, სუფთა, მშვენივრად გაკეთებული და კეთილმოწყობილია. სეული ძალიან ახლოა იმასთან, რომ გახდეს აღმოსავლეთის უმაღლესი, ყველაზე საინტერესო და ყველაზე სუფთა ქალაქი.“ [8]
1910 წელს ანექსიის ხელშეკრულების შემდეგ, იაპონიამ დაიპყრო კორეა და ქალაქს გიეონგსეონგი უწოდა. ქალაქში გაჩნდა იაპონური ტექნოლოგიები, ქალაქის კედელი და რამდენიმე კარიბჭე დაინგრა. მათ გაიყვანეს გზები და ააშენეს დასავლური სტილის ნაგებობები. ქალაქი ამერიკის სამხედრო ძალებმა მეორე მსოფლიო ომის ბოლოს გაათავისუფლეს.
კორეის ომის დროს სეულის მმართველები მრავალჯერ შეიცვალა. ქალაქი ეკავა საბჭოთა კავშირს, ჩინეთის მიერ მხარდაჭერილ ჩრდილოეთ კორეას და ამერიკის მიერ მხარდაჭერილ სამხრეთ კორეას. ამ ყველაფრის გამო ქალაქი ძალიან დაზიანდა. დედაქალაქი დროებით პუსანში გადავიდა. ომის შედეგად ქალაქის მინიმუმ 191 000 შენობა, 55 000 სახლი და 1000 ქარხანა დაინგრა. მოსი დროს სეულში მიგრანტტა დიდი რიცხვი შევიდა, რამაც 1955 წლისთვის ქალაქის მოსახლეობა 1,5 მილიონამდე გაზარდა.
მოს შემდეგ სეული რეკონსტრუქციასა და მოდერნიზაციაზე კონცენტრირდა. 1960-იანი წლებიდან სამხრეთ კორეის ეკონომიკამ სწრაფად ზრდა დაიწყო. ასევე დაჩქარდა ურბანიზაცია, რის შედეგადაც მუშებმა სეულში და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში გადასახლება დაიწყეს. 1970-იან წლებში სეულის ადმინისტრაციული ტერიტორიის ზომა მნიშვნელოვნად გაფართოვდა, რადგან მას შეუერთდა მიმდებარე ქალაქები და სოფლები.
2012 წლის აღწერის მონაცემებით, სეულის ტერიტორიის მოსახლეობა სამხრეთ კორეის მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 20% -ს შეადგენს.[9] სეული გახდა ქვეყნის კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრი. აქვე დაარსდნენ სამხრეთ კორეის წამყვანი კომპანიები, როგორებიცაა: სამსუნგი, ჰიუნდაი და ელჯი.
სეული იყო 1986 წლის აზიის თამაშებისა და 1988 წლის ზაფხულის ოლიმპიადის მასპინძელი ქალაქი, ასევე 2002 წლის ფიფას მსოფლიო თასის ერთ-ერთი მასპინძელი ქალაქი.
სეული სამხრეთ კორეის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. მისი ფართობი 605.25 კვადრატული კილომეტრია (233.69 კვადრატული მილი). ის მდინარე ჰანის ჩრდილოეთ და სამხრეთ სანაპიროებზეა გაშენებული. მდინარე ჰანმა და მისმა მიმდებარე ტერიტორიამ კორეის ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. მდინარე ჩინეთთან დამაკავშირებელი იყო ყვითელი ზღვის გავლით. მდინარე ამჟამად ნავიგაციისთვის აღარ გამოიყენება, რადგან სწორედ მასზე გადის საზღვარი ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის. ისტორიულად, ქალაქი სეულის ციხესიმაგრის კედლით შემოსაზღვრული იყო ჩოსონის დინასტიის მმართველობის დროს. კედელი გადაჭიმული იყო თანამედროვე ქალაქის ცენრალურ უნაბში მდებარე ოთხ მთავარ მთას შორის: ნამსანი, ნაქსანი, ბუხანსანი და ინვგანსანი. ქალაქს რვა მთა ესაზღვრება. . გეოგრაფიისა და ეკონომიკური განვითარებიდან გამომდინარე, სეული ძალიან პოლიცენტრული ქალაქს წარმოადგენს. ტერიტორია, რომელიც ძველ დედაქალაქსა და სასახლეებს მოიცავდა სეულის ისტორიულ და პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენს.
წლიური ამინდი — სეული | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წელი |
რეკორდ. მაღალი °C (°F) | 14.4 (58) | 18.7 (66) | 23.8 (75) | 29.8 (86) | 34.4 (94) | 37.2 (99) | 38.4 (101) | 38.2 (101) | 35.1 (95) | 30.1 (86) | 25.9 (79) | 17.7 (64) | 38,4 (101) |
საშუალო მაღალი °C (°F) | 1.5 (35) | 4.7 (40) | 10.4 (51) | 17.8 (64) | 23.0 (73) | 27.1 (81) | 28.6 (83) | 29.6 (85) | 25.8 (78) | 19.8 (68) | 11.6 (53) | 4.3 (40) | 17,0 (63) |
საშუალო დღიური °C (°F) | −2.4 (28) | 0.4 (33) | 5.7 (42) | 12.5 (55) | 17.8 (64) | 22.2 (72) | 24.9 (77) | 25.7 (78) | 21.2 (70) | 14.8 (59) | 7.2 (45) | 0.4 (33) | 12,5 (55) |
საშუალო დაბალი °C (°F) | −5.9 (21) | −3.4 (26) | 1.6 (35) | 7.8 (46) | 13.2 (56) | 18.2 (65) | 21.9 (71) | 22.4 (72) | 17.2 (63) | 10.3 (51) | 3.2 (38) | −3.2 (26) | 8,6 (47) |
რეკორდ. დაბალი °C (°F) | -22.5 (-9) | -19.6 (-3) | -14.1 (7) | -4.3 (24) | 2.4 (36) | 8.8 (48) | 12.9 (55) | 13.5 (56) | 3.2 (38) | -5.1 (23) | -11.9 (11) | -23.1 (-10) | −23,1 (−10) |
ნალექი მმ (დუიმი) | 20.8 (0.8) | 25.0 (1) | 47.2 (1.9) | 64.5 (2.5) | 105.9 (4.2) | 133.2 (5.2) | 394.7 (15.5) | 364.2 (14.3) | 169.3 (6.7) | 51.8 (2) | 52.5 (2.1) | 21.5 (0.8) | 1 450,5 (57,1) |
წვიმიანი დღეები | 4 | 4 | 8 | 10 | 10 | 13 | 18 | 15 | 10 | 8 | 9 | 6 | |
თოვლიანი დღეები | 8 | 6 | 3 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 2 | 6 | |
საშ. მზიანი საათები | 160.3 | 163.3 | 189.0 | 205.0 | 213.0 | 182.0 | 120.0 | 152.5 | 176.2 | 198.8 | 153.2 | 152.6 | |
წყარო: Korea Meteorological Administration[10][11][12] {{{date}}} |
სეული გამორჩეულია მოსახლეობის სიმჭიდროვითაც. ქალაქის სიმჭიდროვე დაახლოებით ორჯერ აღემატება ნიუ-იორკის სიმჭიდროვეს და რომთან შედარებით რვაჯერ მჭიდროდაა დასახლებული. 2015 წელს მოსახლეობა 9.86 მილიონი ადამიანი იყო,[13] 2012 წელს კი 10.44 მილიონი. სეულის მოსახლეობა 90-იანი წლების დასაწყისიდან იკლებს, ამის მიზეზებია ცხოვრების მაღალი ხარჯები, ქალაქების გაფართოება და მოსახლეობის დაბერება.
2016 წლის მონაცემებით სეულში 404 037 უცხოელი ცხოვრობდა, რაც სამხრეთ კორეის უცხოელი მოსახლეობის 22.9%-ს შეადგენს. 2010 წლის მონაცემებით კორეაში მცხოვრები უცხოელებიდან 186 631 ჩინელია. მათგან 29,901 სწორედ სეულში ცხოვრობს. ჩინელების შემდეგ სეულში უცხოური წარმოშობის ყველაზე მეტი ამერიკელი ცხოვრობს. მათი რიცხვი 9,999-ს წარმოადგენს.მას ტაივანელები მოჰყვებიან რომელთა რაოდენობაც 8,717 ადამიანია.
სეულის მთავარ რელიგიებს შორის ქრისტიანობა და ბუდიზმია. ნაკლებად გავრცელებული რელიგიები მოიცავს ისლამს და კონფუციანელობას. სეულში არის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ქრისტიანული კრება, რომელსაც დაახლოებით 830,000 წევრი ჰყავს. [14]
ადგილობრივი სეულელები კორეულის გიეონგის დიალექტზე საუბრობენ.
სეული სამხრეთ კორეის ფინანსურ და ბიზნესის ცენტრს წარმოადგენს. მას ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის თითქმის 0.6% უკავია, მაგრამ სახელმწიფოს შემოსავლის 48%-ს წარმოადგენს. გლობალურმა ფინანსურმა ცენტრმა, 2015 წელს მსოფლიოს ყველაზე კონკურენტუნარიან ქალაქებს შორის, სეული მე-6 ადგილზე გაიყვანა. ქალაქმა სამხრეთ კორეის მთლიანი შიდა პროდუქტის 23% შეადგინა.
სეული ცნობილია, როგორც მსოფლიოს ,,ყველაზე სადენიანი ქალაქი''.სეულს აქვს ძალიან ტექნოლოგიურად განვითარებული ინფრასტრუქტურა.
სეული მსოფლიოს ლიდერებს შორისაა ინტერნეტთან კავშირით. სამხრეთ კორეის დედაქალაქს მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ინტერნეტი, 26.1 მბ/ წმ აქვს. 2015 წლიდან, სეულმა უზრუნველყო უფასო Wi-Fi წვდომა გარე სივრცეებში 47,7 მილიარდიანი პროექტის საშუალებით. ინტერნეტი ხელმისაწვდომია 10,430 პარკში, ქუჩაში და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში.
სეულის ტრადიციული გული, ჩოსონის დინასტიის დროინდელი ქალაქი ამჟამინდელი სეულის ცენტრალურ ტერიტორიაზე მდებარეობს აქვეა: სასახლეების უმეტესობა, სამთავრობო ოფისები, კორპორატიული შტაბები, სასტუმროები და ტრადიციული ბაზრები.
ჯონგნოს ქუჩა, რომელიც ნიშნავს „ზარის ქუჩას“, იყო მთავარი ქუჩა და ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული კომერციული ცენტრი. ამ ქუჩაზე მდებარეობს ბოსინაგი, დიდი ზარის პავილიონი. ზარი დღის განმავლობაში მრავალჯერ ირეკებოდა და ქალაქის ოთხ მთავარ კარიბჭეს აკონტროლებდა. ამ ნაწილის ჩრდილოეთით ბუხანის მთა მდებარეობს, სამხრეთ ნაწილში კი - ნამსანი. ცენტრალური ნაწილიდან სამხრეთით ძველი გარეუბნებია: იონგსანის და მაპოს უბნები. მდინარე ჰანის გასწვრივ მდებარეობს უახლესი და უმდიდრესი უბნები, განგნამისა და სეოჩოს უბნები.
ქალაქში მდებარეობს მრავალი მაღალი, საოფისე და საცხოვრებელი ცათამბრჯენები. ყველაზე მაღალი შენობა, ლოთე ვორლდ თაუერი, 555 მეტრის სიმაღლისაა. ის 2017 წლის აპრილში ოფიციალურად გაიხსნა. ეს შენობა, გახსნის მომენტში, მსოფლიოს სიმაღლით შენობა იყო. სეულის მსოფლიო სავაჭრო ცენტრი განგნამის უბანში მდებარეობს, რომელიც ხშირად მასპინძლობს საერთაშორისო გამოფენებსა და კონფერენციებს. 2010 წელს სეული დასახელდა მსოფლიოს დიზაინის დედაქალაქად.
სეულში 115 მუზეუმი მდებარეობს. მათ შორისაა ეროვნული და ცხრა მუნიციპალური მუზეუმი. კორეის ეროვნული მუზეუმი ყველაზე მნიშვნელოვანი მუზეუმია სამხრეთ კორეში. ის 1945 წელს დაარსდა და მას შემდეგ მასში 220 000 არტეფაქტის კოლექციაა განთავსებული. [15] 2005 წლის ოქტომბერში მუზეუმი იონგსანის პარკის მიმდებარედ, ახალ შენობაში განთავსდა.
კორეის ეროვნული ფოლკლორული მუზეუმი გიონგბოკგუნგის სასახლის ტერიტორიაზე, ჯონგნოს უბანში მდებარეობს. ის დაარსებულია კორეული ისტორიული ობიექტებისა და კორეელი ხალხის ისტორიის დაცვისა და შენარჩუნების მიზნით.
სეული დაძმობილებულია შემდეგ ქალაქებთან:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.