From Wikipedia, the free encyclopedia
ფილმ „სამართებელზე მორბენალის“ მუსიკა დაიწერა კომპოზიტორ ვანგელისის მიერ. იგი ძირითადად არის კლასიკური კომპოზიციის და სინთეზატორების ბნელი, მელოდიური შერწყმა, რომელიც ეხმაურება ფილმის რეჟისორ რიდლი სკოტის მიერ წარმოდგენილ ნუარულ მომავალს. ფილმის ოფიციალური საუნდტრეკი არ გამოცემულა 1994 წლამდე, თუმცა მანამდე მუსიკა წარდგენილი იყო BAFTA-ს და ოქროს გლობუსის ჯილდოებზე საუკეთესო კინომუსიკის კატეგორიებში. ამჟამად საუნდტრეკს ელექტრონული მუსიკის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.
სამართებელზე მორბენალი | ||||
---|---|---|---|---|
ფილმის მუსიკა — | ||||
გამოცემის თარიღი | 1994 | |||
ჩაიწერა | დეკემბერი 1981–აპრილი 1982 | |||
სტუდია | Nemo Studios, ლონდონი | |||
ჟანრი | საუნდტრეკი, ელექტრონული მუსიკა, ემბიენტი | |||
ხანგრძლივობა | 57:39 | |||
ლეიბლი |
EMI Atlantic Records (აშშ) | |||
პროდიუსერი | ვანგელისი | |||
ვანგელისი — ქრონოლოგია | ||||
|
შეყოვნებების და უხარისხო გამოცემების გამო წლების განმავლობაში ამ საუნდტრეკის ბუტლეგური ვერსიები ვრცელდებოდა. სამეცნიერო ფანტასტიკური კონფერენციების ფარგლებში 1982 წელს ერთ-ერთი ასეთი გამოჩნდა და პოპულარობით სარგებლობდა. 1993 წელს Off World Music, Ltd-ს მიერ შეიქმნა ბუტლეგური CD, რომელიც 1994 წლის გამოცემაზე უფრო სრულყოფილი იყო. ბოქს-სეტი სამი CD-ით, რომელშიც ფილმის სრული ანთოლოგია მოხვდა, 2007 წელს გამოვიდა. ამ ვერსიაში, რომელსაც Blade Runner Trilogy ეწოდება, პირველ დისკზე წარმოდგენილია იგივე კომპოზიციები, რაც 1994 წლის გამოცემაში. მეორე დისკი შეიცავს გამოუცემელ და გამოუყენებელ მუსიკას, ხოლო მესამე მთლიანად ახალი ჩანაწერებისგან შედგება, რომლებიც, ვანგელისის თქმით, ფილმით შთაგონებულია და მის განწყობას შეიცავენ.
სამართებელზე მორბენალი | |
---|---|
ფილმის მუსიკა — ახალი ამერიკული ორკესტრი | |
გამოცემის თარიღი | 1982 |
ხანგრძლივობა | 33:38 |
ლეიბლი | Full Moon |
საუნდტრეკის პირველი ოფიციალური გამოცემა წარმოადგენს ახალი ამერიკული ორკესტრის მიერ ჩაწერილ ინტერპრეტაციებს. აქ არის ფილმში შეტანილია ზოგიერთი კომპოზიციის ჯაზური, ორკესტრული ვერსიები.
ამ გამოცემაში მოხვდა „Memories of Green“, რომელიც აგრეთვე შეტანილია ვანგელისის 1980 წლის ალბომში See You Later.[2]
ახალი ამერიკული ორკესტრი |
---|
1. Love Theme (4:12) |
2. Main Title (5:01) |
3. One More Kiss, Dear (4:00) |
4. Memories of Green (4:50) |
5. End Title (4:17) |
6. Blade Runner Blues (4:38) |
7. Farewell (3:10) |
8. End Title Reprise (3:08) |
საერთო ხანგრძლივობა: 33:16 |
1989 წელს ვანგელისმა გამოუშვა კომპილაციური Themes, რომელშიც შევიდა მის მიერ რამდენიმე საუნდტრეკისთვის შექმნილი გამოუყენებელი ნომრები, ისევე, როგორც მუსიკა სხვა ალბომებიდან. აქ პირველად არის ოფიციალურად წარმოდგენილი "End Titles", "Memories of Green" და "Love Theme".
1994 წელს ვანგელისის მიერ შექმნილი საუნდტრეკის ოფიციალური ვერსია გამოიცა ბრიტანეთში East West-ის (Warner Music), ხოლო აშშ-ში – Atlantic Records-ის მიერ. ბრიტანეთის ჩარტში ალბომმა #20 პოზიციამდე მიაღწია.[8] 2013 წელს მან „ბილბორდის“ გრამფირფიტების ჩარტში #14 ადგილი დაიკავა.[9] ჩანაწერს მიმოხილვებში უწოდებდნენ „შთამბეჭდავს და იდუმალს“[10] „დაუჯერებელს და სრულყოფილს“,[11] „ატმოსფერულს“,[12] და „სინთეზატორული საუნდტრეკების მწვერვალს“.[13]
ამ გამოცემას ახლავს 12 გვერდიანი ბუკლეტი, რომელიც ძირითადად შედგება ფილმის კადრებისგან. მესამე გვერდზე წარმოდგენილია ვანგელისის ანოტაცია:
მიუხედავად იმისა, რომ კომპოზიციების ნაწილი ჟღერს ფილმში, ნაწილი შეიქმნა ვანგელისის მიერ, მაგრამ ფილმში არ მოხვედრილა. ფილმში შეტანილია სხვა კომპოზიციები ამ ალბომში არ შესულა.
ვანგელისის ოფიციალური ჩანაწერი |
---|
1. Main Titles (3:42) |
2. Blush Response (5:47) |
3. Wait for Me (5:27) |
4. Rachel's Song (4:46) |
5. Love Theme (4:56) |
6. One More Kiss, Dear (3:58) |
7. Blade Runner Blues (8:53) |
8. Memories of Green (5:05) |
9. Tales of the Future (4:46) |
10. Damask Rose (2:32) |
11. Blade Runner (End Titles) (4:40) |
12. Tears in Rain (3:00) |
საერთო ხანგრძლივობა: 57:53 |
Blade Runner Trilogy, 25th Anniversary | ||||
---|---|---|---|---|
ფილმის მუსიკა — | ||||
გამოცემის თარიღი | 10 დეკემბერი, 2007 | |||
ხანგრძლივობა | 149:38 | |||
ლეიბლი | Universal Records | |||
პროდიუსერი | ვანგელისი | |||
ვანგელისი — ქრონოლოგია | ||||
|
2007 წელს, ფილმის 25 წლიანი იუბილეს აღსანიშნავი გამოცემის პარალელურად გამოვიდა სამდისკიანი ალბომი. მასში შეტანილია 1994 წლის ორიგინალური გამოცემა და დამატებითი დისკები - გამოუყენებელი მასალით და მუსიკით, რომელიც განწყობით ახლოს არის ფილმის გარემოსთან.
25 წლიანი იუბილეს აღსანიშნავი გამოცემა, დისკი 2 | 25 წლიანი იუბილეს აღსანიშნავი გამოცემა, დისკი 3 |
---|---|
1. Longing (1:58) | 1. Launch Approval (1:54) |
2. Unveiled Twinkling Space (1:59) | 2. Up and Running (3:09) |
3. Dr. Tyrell's Owl (2:40) | 3. Mail from India (3:27) |
4. At Mr. Chew's (4:47) | 4. BR Downtown (2:27) |
5. Leo's Room (sic) (2:21)[19] | 5. Dimitri's Bar (3:52) |
6. One Alone (დამატება) (2:23) | 6. Sweet Solitude (6:56) |
7. Deckard and Roy's Duel (6:16) | 7. No Expectation Boulevard (6:44) |
8. Dr. Tyrell's Death (3:11) | 8. Vadavarot (4:14) |
9. Desolation Path (დამატება) (5:45) | 9. Perfume Exotico (5:19) |
10. Empty Streets (6:16) | 10. Spotkanie z matką (5:09) |
11. Mechanical Dolls (2:52) | 11. Piano in an Empty Room (3:37) |
12. Fading Away (3:32) | 12. Keep Asking (1:29) |
საერთო ხანგრძლივობა: (43:17) | საერთო ხანგრძლივობა: (48:14) |
მიუხედავად იმისა, რომ მითითებულია, თითქოს ეს არის „სრული“ საუნდტრეკი, გამოცემაში არ მოხვდა რამდენიმე მუსიკალური თემა ფილმიდან (თანმიმდევრობის მიხედვით):
მეორე დისკზე, რომელზეც წარმოდგენილია მანამდე გამოუცემელი მუსიკა, შეტანილია ორი დამატებითი კომპოზიცია, რომელთა შორის ერთ-ერთი, „Desolation Path“, არის „Alternate Love Theme/I Dreamt Music“-ის ალტერნატიული ვერსია.[20] ნომერი თავდაპირველად გამოიყენეს ფილმის სამუშაო ვერსიაში, დეკარდის და რეიჩელის სასიყვარულო სცენის ეპიზოდში.
ვანგელისმა ფილმისთვის მუსიკა ჩაწერა საკუთარ სტუდიაში, Nemo Studios, 1982 წელს. სპეციალური ატმოსფერული ხმოვანი ლანდშაფტების მისაღებად მან გამოიყენა მრავალი თანამედროვე ელექტრონული ინსტრუმენტი. სტუდიაში იგი უყურებდა მომავალი ფილმის ნაწყვეტებს, შემდეგ კი ეკრანზე გამოსახულებასთან სინქრონულად იმპროვიზაციებს ასრულებდა.[21] ხმოვანი ეფექტების ჩასაწერად იგი იყენებდა სინთეზატორებს, რომლებზეც ქმნიდა დიეგეტურ და არადიეგეტურ ხმებს. ყველაზე ხშირად გამოიყენებოდა Yamaha CS-80, რომელიც ჟღერს შესავალში და შემდგომში ფილმის სხვა ეპიზოდებში. სხვა სინთეზატორებს შორის არის Roland-ის ოთხი სინთეზატორი: ProMars, Jupiter-4, დასარტყმელი საკრავების სინთეზატორი CR-5000 და VP-330 Vocoder Plus; აგრეთვე Sequential Circuits Prophet-10,[22], Yamaha GS1 FM და სემპლერი E-mu Emulator. აგრეთვე გამოიყენებოდა Steinway-ს როიალი, Yamaha-ს ელექტრონული როიალი CP-80 და შეცვლილი Fender Rhodes. ვანგელისი, ამასთან ერთად, იყენებდა მრავალ ხალხურ ინსტრუმენტს - გამელანს, გლოკენშპილს, გონგს, დოლს, ტიმპანის და მილისებრ ზარებს.[23]
იმის გამო, რომ ფილმის ოფიციალური საუნდტრეკი წლების განმავლობაში არ გამოცემულა, ვრცელდებოდა მისი ბუტლეგური ვერსიები. 1982 წელს სამეცნიერო ფანტასტიკურ კონვენციებზე გამოჩნდა ერთ-ერთი ასეთი ბუტლეგური კასეტა, რომელმაც პოპულარობა შეიძინა. 1993 წელს Off World Music, Ltd.-მ გამოუშვა ბუტლეგური CD, რომელიც ვანგელისის 1994 წლის ოფიციალურ ალბომზე უფრო მეტად ვრცელი იყო. Gongo Music-ის დისკზე წარმოდგენილია თითქმის იგივე მასალა, თუმცა ასევე – უფრო მეტი რაოდენობით. Deck-ის ვერსია გამოვიდა 2001 წელს და შეიცავს 27 კომპოზიციას. 2002 წელს გამოვიდა Esper-ის გამოცემა, ასევე ბუტლეგი. მას 2003 წელს მოჰყვა კიდევ ერთი, Los Angeles, November 2019. Esper-ის ორდისკიან ვარიანტში გაერთიანებულია როგორც ოფიციალური გამოცემის ჩანაწერები, ასევე Gongo-ს ბუტლეგი და თავად ფილმის კომპოზიციები. საბოლოოდ, გამოვიდა ერთდისკიანი ბუტლეგი 2019, რომელშიც შევიდა ფილმის ემბიენტური ფონი, რასაც ახლდა ხმები Westwood-ის ვიდეო თამაშიდან.
„სამართებელზე მორბენალის“ პირველი ბუტლეგური გამოცემის წყარო სავარაუდოდ იყო ხმის ინჟინერი. ეს ვერსია ფილმის ხმის მონტაჟის პერიორიდან მომდინარეობს. მიუხედავად არც თუ კარგი ხარისხისა, იგი დამაკმაყოფილებელი იყო, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ვანგელისის ალბომი ჯერ შორს იყო.[24]
ბუტლეგური ფირი (1982) | |
---|---|
მხარე A | მხარე B |
1. Los Angeles, November 2019 (1:46) | 9. Tales of the Future (4:46) |
2. Leon's Interrogation (1:12) | 10. Dangerous Days (1:02) |
3. Lift-Off (1:10) | 11. Wounded Animals (10:58) |
4. Deckard Meets Rachael (1:29) | 12. Tears in Rain (2:41) |
5. One More Kiss, Dear (4:00) | 13. End Titles (7:24) |
6. Blade Runner Blues (10:19) | |
7. Love Theme (4:57) | |
8. The Prodigal Son Brings Death (3:35) | |
საერთო ხანგრძლივობა: (55:19) |
მეორე ბუტლეგი Original Motion Picture Soundtrack: Blade Runner გამოვიდა 1993 წელს Off World Music, Ltd.-ზე, CD-ზე. ხარისხი ამ გამოცემაში უფრო მაღალია, ხოლო მასალა უფრო ვრცელია, ვიდრე ვანგელისის 1994 წლის ვერსიაში. აქ შეტანილია The Ink Spots-ის 1939 წლის „If I Didn't Care“, რომელიც ფილმის სამუშაო ვერსიაში ჟღერს, თუმცა საბოლოო ვარიანტში ჩანაცვლებულია დონ პერსივალის „One More Kiss, Dear“-ით.[25]
Off World Music-ის ბუტლეგი |
---|
1. Ladd Company Logo (0:24) ჯონ უილიამსი |
2. Main Titles and Prologue (4:03) |
3. Los Angeles, November 2019 (1:46) |
4. Deckard Meets Rachael (1:29) |
5. Bicycle Riders (2:05) გეილ ლოუტონი |
6. Memories of Green (5:39) |
7. Blade Runner Blues (10:19) |
8. Deckard's Dream (1:12) |
9. On the Trail of Nexus 6 (5:30) |
10. If I Didn't Care (3:03) ჯეკ ლოურენსი |
11. Love Theme (4:57) |
12. The Prodigal Son Brings Death (3:35) |
13. Dangerous Days (1:02) |
14. Wounded Animals (10:58) |
15. Tears in Rain (2:41) |
16. End Titles (7:24) |
17. One More Kiss Dear (4:00) პიტერ სკელერნი და ვანგელისი |
18. Trailer and Alternate Main Titles (1:39) რობერტ რენდლზი |
საერთო ხანგრძლივობა: 72:42 |
1995 წელს რუმინულმა Gongo Music, Ltd-მ 3000 ასლის სახით გამოუშვა ბუტლეგი. მასში შეტანილია თითქმის იგივე მასალა, რაც Off World Music-ის ვარიანტში, მაგრამ დამატებული მანამდე გამოუცემელი Blimpvert. ამ კომპოზიციაში ჟღერს Ensemble Nipponia-ს „Ogi no Mato“-ს ნაწყვეტი.[26]
Gongo Music-ის ბუტლეგი |
---|
1. Tema de Semnatura a Companiei Ladd (Ladd Company Logo) (0:25) |
2. Titlurile si Prologurile Principale (Main Titles and Prologue) (3:58) |
3. Los Angeles, Noiembrie, 2019 (Los Angeles, November 2019) (1:46) |
4. Intalnirea lui Deckard cu Rachel (Deckard Meets Rachael) (1:28) |
5. Ciclisti (Bicycle Riders) (2:12) |
6. Amintirile Verdelui (Memories of Green) (5:40) |
7. Tristetile lui Blade Runner (Blade Runner Blues) (10:20) |
8. Visul lui Deckard (Deckard's Dream) (1:13) |
9. La Procesul lui Nexus 6 (On the Trail of Nexus 6) (5:28) |
10. Inca un Sarut, Draga (One More Kiss, Dear) (4:02) |
11. Tema Iubirii (Love Theme) (4:59) |
12. Fiul Multiubit Aduce Moartea (The Prodigal Son Brings Death) (3:34) |
13. Blimpvert (Blimp Advertisements) (2:52) |
14. Zile Periculoase (Dangerous Days) (1:03) |
15. Animale Ranite (Wounded Animals) (10:59) |
16. Lacrimi in Ploaie (Tears in Rain) (2:43) |
17. Titlurile de Sfirsit (End Titles) (7:56) |
საერთო ხანგრძლივობა: 70:17 |
2001 წელს იაპონურმა Deck Art-მა შეზღუდული რაოდენობით (500 ცალი) გამოუშვა ბუტლეგი ხარისხიანი ჟღერადობით. კომპოზიციების სია ამ გამოცემას არ ახლავს, მაგრამ მასში შეტანილია წინა ბუტლეგების მასალა, ისევე, როგორც მუსიკა, რომელიც მათში არ მოხვედრილა.[27]
2002 წელს 10 ასლის ოდენობით გამოვიდა Esper Productions-ის ბუტლეგი Blade Runner: Esper Edition. ეს არის საუნდტრეკის საკმაოდ ვრცელი ვერსია, რომელშიც აგრეთვე მოხვდა ფილმში უკანა ფონზე წარმოდგენილი კომპოზიციები – მანამდე გამოუცემელი.[28]
Esper-ის ბუტლეგი | |
---|---|
დისკი 1 | დისკი 2 |
1. Prologue and Main Titles (3:54) | 1. Deckard's Dream (1:10) |
2. Leon's Voight Kampff Test (1:09) | 2. Thinking of Rachael (1:18) |
3. Sushi Bar – Damask Rose (2:46) | 3. Esper Analysis (2:34) |
4. Spinner Ascent (1:21) | 4. Animoid Row (2:34) |
5. Blush Response (5:43) | 5. Taffey Lewis Night Club (2:02) |
6. Wait for Me (5:12) | 6. Salome's Dance (1:23) |
7. Deckard Meets Rachael (1:36) | 7. Zhora's Retirement (1:42) |
8. Rachael's Song (4:20) | 8. I Am the Business (2:29) |
9. Tales of the Future (4:53) | 9. Love Theme (4:58) |
10. Bicycle Riders (2:10) | 10. I Dreamt Music (4:32) |
11. Chew's Eye Lab (1:15) | 11. Morning at the Bradbury (3:46) |
12. Memories of Green (5:35) | 12. The Prodigal Son Brings Death (4:07) |
13. Blade Runner Blues (10:01) | 13. Deckard Enters the Bradbury (3:37) |
14. Pris Meets J.F. Sebastian (1:47) | 14. Dangerous Days (0:57) |
15. One More Kiss, Dear (4:04) | 15. Wounded Animals (10:53) |
16. Tears in Rain (2:51) | |
17. Rachael Sleeps (2:08) | |
18. End Titles (4:06) | |
დისკი 1 - საერთო ხანგრძლივობა: 55:46 | დისკი 2 - საერთო ხანგრძლივობა: 57:07 |
Esper-ის გამოცემის შენიშვნები
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.