სალვა კიირი

From Wikipedia, the free encyclopedia

სალვა კიირი
Remove ads

სალვა კიირი (ინგლ. Salva Kiir Mayardit; დ. 1 იანვარი, 1951) — სამხრეთი სუდანის პოლიტიკური მოღვაწე, ქვეყნის პირველი პრეზიდენტი, სუდანის განმათავისუფლებელი სახალხო არმიის ხელმძღვანელი, დინკას ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი. 2005-2011 წლებში ეკავა სუდანის პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა.

სწრაფი ფაქტები სამხრეთ სუდანის პრეზიდენტი, ამჟამინდელი თანამდებობა ...

თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტი საზღვარგარეთ განახორციელა ისრაელში 2011 წლის 20 დეკემბერს. ვიზიტის ფარგლებში შეხვდა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, პრეზიდენტ შიმონ პერესს, საგარეო საქმეთა მინისტრს ავიგდორ ლიბერმანს და თავდაცვის მინისტრს ეჰუდ ბარაკს. შეხვედრებზე განიხილეს საკითხი ისრაელში სამხრეთ სუდანის საელჩოს გახსნის შესახებ. ისრაელი იყო ქვეყანა, რომელმაც დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე 2011 წლის 9 ივლისს, სცნო ქვეყნის დამოუკიდებლობა და დაამყარა მასთან დიპლომატიური ურთიერთობა[1][2].

Remove ads

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads