From Wikipedia, the free encyclopedia
პრესა (ფრანგ. presse) — გაზეთების, ჟურნალების და სხვა ბეჭვდითი ტიპის მასობრივი პერიოდული გამოცემების საერთო სახელი. ტელევიზიასთან, რადიოსთან და ელექტრონულ მედიასთან ერთად განიხილება, როგორც მასმედიის[1][2] შემადგენელი ნაწილი.
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|პრესა}} |
ტერმინი პრესა მომდინარეობს პარიზში 1836 წელს გამოსული გაზეთის სახელწოდებიდან — „La Press“ (ლათ. presso — ვაჭერ, რაც ასახავს ბეჭდვის არსს — დაჭერით საღებავის გადატანა საბეჭდი ფორმიდან ქაღალდზე და ტირაჟირების შესაძლებლობა).
მასობრივი პერიოდული გამოცემების (გაზეთები, ჟურნალები) ერთობლიობა.[3] თავდაპირველად პრესას უწოდებდნენ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პერიოდულ გამოცემებს, რომლებიც განკუთვნილი იყო მკითხველისათვის. პერიოდული ბეჭვდითი სიტყვის შემდგომმა განვითარებამ და დიფერენციაციამ მასობრივი პერიოდული გამოცემები დაყო მიზნობრივ და სხვადასხვა ჯგუფებად (მაგ., სამეცნიერო პრესა, დარგობრივი პრესა, სპორტული პრესა და სხვ.)
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.