From Wikipedia, the free encyclopedia
პაულ ბრაიტნერი (გერმ. Paul Breitner; დ. 5 სექტემბერი, 1951, კოლბერმორი) — გერმანელი ფეხბურთელი. თამაშობდა როგორც მცველის, ასევე, ნახევარმცველის პოზიციაზე. სხვადასხვა დროს იცავდა „ბაიერნის“, „რეალ მადრიდის“, ბრაუნშვაიგის „აინტრახტისა“ და დასავლეთ გერმანიის ეროვნული ნაკრების ღირსებას. დასავლეთ გერმანიის ხუთგზის ჩემპიონი და ორგზის თასის მფლობელი, ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი და ფინალისტი „ბაიერნის“ შემადგენლობაში. ესპანეთის ორგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი „რეალ მადრიდის“ შემადგენლობაში. 1972 წლის ევროპის ჩემპიონი, 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონი და 1982 წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი დასავლეთ გერმანიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. 1999 წელს Placar-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 39-ე ადგილზე დასახელდა.[1]
პაულ ბრაიტნერი 2011 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
დაბადების თარიღი | 5 სექტემბერი, 1951 | ||
დაბადების ადგილი | კოლბერმორი, გერმანია | ||
სიმაღლე | 176 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მარცხენა მცველი, ნახევარმცველი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1957–1961 | SV-DJK Kolbermoor | ||
1961–1970 | ESV Freilassing | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1970–1974 | ბაიერნი | 109 | (17) |
1974–1977 | რეალ მადრიდი | 84 | (10) |
1977–1978 | აინტრახტი | 30 | (10) |
1978–1983 | ბაიერნი | 146 | (66) |
სულ | 369 | (103) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1971–1982 | დასავლეთ გერმანია | 48 | (10) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.