პატარა ლილო
სოფელი საქართველოში, თბილისის სამგორის რაიონის დაქვემდებარებაში მყოფი From Wikipedia, the free encyclopedia
სოფელი საქართველოში, თბილისის სამგორის რაიონის დაქვემდებარებაში მყოფი From Wikipedia, the free encyclopedia
პატარა ლილო — სოფელი თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სამგორის რაიონში. მდებარეობს ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, თბილისის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 750 მ-ზე.[1] 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში 666 მცხოვრებია.
სოფელი | |
---|---|
პატარა ლილო | |
ქვეყანა | საქართველო |
მუნიციპალიტეტი | თბილისი |
რაიონი | სამგორი |
კოორდინატები | 41°44′33″ ჩ. გ. 44°54′28″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 750 მ |
მოსახლეობა | 666 კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 98,6 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
პატარა ლილო მეზობელ დაბა დიდ ლილოსთან ერთად ისტორიულად ცნობილი იყო ლილოს სახელწოდებით (პირველად მოიხსენიება XVII საუკუნის წყაროებში). საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მევენახეობა და მეხილეობა. 2007 წლამდე სოფელი ექვემდებარებოდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის დიდი ლილოს თემს, 2007 წელს შეუერთდა ქალაქ თბილისს.
პატარა ლილოში მდებარეობს გვიანი შუა საუკუნეების წმ. გიორგის სახელობის ეკლესია. სოფლის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ძვ. წ. XIII–XII საუკუნეების სამაროვანი, ასევე შუა საუკუნეების ქართული და აღმოსავლური მონეტების განძი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.