From Wikipedia, the free encyclopedia
ფამაგუსტას ციხესიმაგრე (ბერძნ. Κάστρο της Αμμοχώστου) ან ოტელოს ციხესიმაგრე (ოტელოს კოშკი, ბერძნ. Πύργος του Οθέλο) — ციხესიმაგრე კვიპროსზე, ქალაქ ფამაგუსტაში, ამჟამად ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე. [1]
ოტელოს ციხესიმგრე | |
---|---|
ბერძ. Πύργος του Oθέλλου | |
ფამაგუსტას ციხესიმაგრის გალავანი | |
მდებარეობა |
ფამაგუსტა ჩრდილოეთ კვიპროსი |
ფუნქციური სტატუსი | ოტელოს მუზეუმი |
ისტორია | |
აშენების წელი | 1310 |
დამკვეთი | ანრი I (კვიპროსი) |
ოტელოს ციხესიმაგრე ვიკისაწყობში |
ციხესიმაგრე აშენდა მე-14 საუკუნეში ლუზინიანების (კვიპროსის სამეფოს მმართველები )მიერ პორტის დასაცავად მტრის შესაძლო თავდასხმებისგან. იგი ასევე ასრულებდა ფამაგუსტას მთავარი შესასვლელის ფუნქციას. ადრე მას "აუღებელი ციხესიმაგრე" შეარქვეს, ვინაიდან ნაგებობის აღება თითქმის შეუძლებელი იყო მის გარშემო არსებული ძალიან ღრმა თხრილების გამო.
ოტელოს ციხესიმაგრე მდებარეობს ძველი ქალაქ ფამაგუსტას ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ებჯინება სატვირთო პორტის მიმდებარე საფორტიფიკაციო კედელს.
მე-13 საუკუნის დასაწყისში კვიპროსის მეფე ანრი I - მა (1218-1253) ააგო პირველი კოშკი ფამაგუსტას პორტის დასაცავად.
ციხესიმაგრის მშენებლობა დასრულდა 1310 წელს. მას შემდეგ, რაც კუნძული ვენეციის რესპუბლიკის კონტროლის ქვეშ მოექცა, ოტელოს ციხსიმაგრე აღადგინეს (1492 წელს) კომენდანტ ნიკოლო ფოსკარის ბრძანებით.
სარემონტო სამუშაოები, რომელიც ასევე ჩატარდა ქალაქის მიმდებარე ციხის გალავანებთან მიმართებაში და გაგრძელდა დაახლოებით სამი წელი. ოტელოს ციხესიმაგრე აღადგინეს რენესანსის ეპოქის სტილში, მის შესასვლელში დამონტაჟდა ქვის ფილა ვენეციის მფარველი სიმბოლოს, წმინდა მარკოზის ლომის გამოსახულებით, რელიეფის გვერდით ამოტვიფრულია თარიღი 1492 წ. და კაპიტან ნიკოლო ფოსკარის სახელი, რომელიც ხელმძღვანელობდა ციხის აღდგენას. (სავარაუდოდ, მას ციხესიმაგრის რეკონსტრუქცია ლეონარდო და ვინჩიმ ურჩია 1481 წელს).[2]
თავად ციხესიმაგრეს ჰქონდა ოთხი კოშკი, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებული იყო შიდა დერეფნებით. ამ დერეფნებს ჯარისკაცები იყენებდნენ აღჭურვილობის სწრაფად გადასატანად ერთი კოშკიდან მეორეში. ციხის კვადრატული კოშკები შეიცვალა მრგვალი კოშკებით უფრო თანამედროვე არტილერიისთვის მტრის ზღვიდან თავდასხმის შემთხვევაში საომარი მოქმედებების დაწყებისას. ციხესიმაგრის ჩრდილოეთით და სამხრეთით მიმდებარე ეზოა, სადაც განლაგებულია უძველესი თურქული და ესპანური ბრინჯაოს ქვემეხები, რომელთაგან ზოგი 400 წელზე მეტისაა. ციხესიმაგრის ტერიტორიაზეა სატრაპეზო და საერთო საცხოვრებელი.[3]
ოტელოს ციხესიმაგრეს კვიპროსის ბრიტანული კოლონიური მმართველობის დროს ეწოდა სახელი შექსპირის ცნობილი ტრაგედია „ოტელოს“ მიხედვით, როდესაც კვიპროსის ვენეციელმა კომენდანტმა ეჭვიანობის გამო აქ დაახრჩო მეუღლე დეზდემონა. ლეგენდა უკავშირდება კვიპროსის გუბერნატორის, ლეიტენანტ ქრისტოფორო მოროს ცხოვრებაში განვითარებულ დრამატულ მოვლენებს, რომელიც მართავდა კუნძულს 1505-1508 წლებში, თურქების მიერ კვიპროსის აღებამდე 65 წლით ადრე.[4]
1900 წელს ციხის თხრილი დააშრეს წყლისგან მალარიის რისკის შესამცირებლად.
ციხესიმაგრის აღდგენა დაიწყო 2014 წელს. ამჟამად ოტელოს ციხესიმაგრეზე განთავსებულია ამავე სახელწოდების მუზეუმი, რომელიც 2015 წელს გაიხსნა. შესასვლელი 2021 წლის 3 ნოემბრის მონაცემებით გახლავთ: 15 თურქული ლირა, ანუ 2 ევრო. [5][6]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.