From Wikipedia, the free encyclopedia
ორნელა მუტი (იტალ. Ornella Muti, ნამდვილი სახელი ფრანჩესკა რომანა რიველი, იტალ. Francesca Romana Rivelli; დ. 9 მარტი, 1955, რომი, იტალია) — იტალიელი მსახიობი.
დაიბადა 1955 წლის 9 მარტს რომში. მამამისი ნეაპოლიტანელია, ხოლო დედა წარმოშობით ესტონეთიდანაა. ფილმებში თამაშობს 15 წლის ასაკიდან. ძირითადად იტალიურ ფილმებში, თუმცა 1980 წელს ითამაშა ბრიტანულ ფანტასტიკურ ფილმში „ფლეშ გორდონი“. 1984 წელს გამოჩნდა გერმანელი კინორეჯისორის ფოლკერ შლენდორფის ფილმში „სვანის სიყვარული“ ალენ დელონთან ერთად. მუტი მუშაობდა იტალიელ რეჯისორებთან, – მარკო ფერერთან და დინო რიზთან, ერთად. ფლობს უძრავ ქონებას იტალიაში, საფრანგეთსა და მონაკოში. 1994 წელს მუტი მონაკოს მცხოვრები გახდა. ორნელა მუტი — კანის კინოფესტივალის მუდმივი საპატიო სტუმარია.
დაქორწინებული იყო ორჯერ. 1998 წლიდან მსახიობი პლასტიკურ ქირურგ სტეფანო პიკოლოსთან ერთად ცხოვრებს. მუტის ჰყავს ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი. 2008 წელს ორნელა მუტიმ აამუშავა საკუთარი საიუველირო ხაზი, ბუტიკების გახსნით რომში, მილანში, პარიზში, რიგაში, მოსკოვში და ალმათიში.
წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1981 | ფ | უზომოდ შეყვარებული | Innamorato pazzo | კრისტინა |
1987 | ფ | კაზანოვა | Casanova | ჰენრიეტა |
1987 | ფ | გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა | Chronicle of a Death Foretold | ანჯელა ვიკარიო |
1991 | ფ | ოსკარი | Oscar | სოფია პროვოლონე |
1998 | ს | გრაფი მონტე კრისტო | The Count of Monte Cristo | მერსედესი |
2001 | ფ | სასტუმრო | Hotel | ფლამენკოს გამომცხადებელი |
2012 | ფ | სიყვარულით რომში | To Rome with Love | პია ფოსკარი |
2 ივნისი, 1995 – “იტალიის რესპუბლიკის წინაშე გაწეული სამსახურის“ ორდენის სარდლი[1]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.