From Wikipedia, the free encyclopedia
ნოდარ ევგენის ძე გუგუშვილი (დ. 28 სექტემბერი, 1927, სოფ. ეწერი, ახლანდ. აბაშის მუნიციპალიტეტი, — გ. 25 ოქტომბერი, 1996, თბილისი) — ქართველი სპორტული ჟურნალისტი, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი (1976).
ნოდარ გუგუშვილი | |
---|---|
მშობლიური სახელი | ნოდარ გუგუშვილი |
დაბადების თარიღი |
28 სექტემბერი, 1927 ეწერი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი |
გარდაცვალების თარიღი | 25 ოქტომბერი, 1996 (69 წლის) |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა |
სსრ კავშირი საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
პროფესია | ჟურნალისტი |
საქმიანობა | გაზეთი „ლელო“, ჟურნალი „მართვე“, საქართველოს რადიო და ტელევიზია |
აქტიური | 1950–1996 |
ცნობილია როგორც | სპორტული ჟურნალისტი |
წოდება | საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი |
ჯილდოები |
მ. კაკაბაძის სახელობის პრემია |
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1950 წელს. იმავე წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა გაზეთ „ლელოში“, ასევე სპორტულ კომენტატორად საქართველოს რადიოსა და ტელევიზიაში (1976–1980), ჟურნალ „მართვეს“ რედაქტორად (1984–1992),[1]ქართული ენციკლოპედიის მთავარი რედაქციის სპორტის სამეცნიერო საბჭოს წევრად (1966 წლიდან) და თავმჯდომარედ (1983 წლიდან). აშუქებდა სპორტის ისტორიის, ოლიმპიური მოძრაობის, კალათბურთის, ჭიდაობისა და ალპინიზმის საკითხებს. მიღებული ჰქონდა მ. კაკაბაძის სახელობის პრემია (1993), ღირსების ორდენი (1996) და სხვ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.