From Wikipedia, the free encyclopedia
მხალი[1] — ბოსტნეული ან მინდვრის მწვანილი, რომლის ფოთლებს ხარშავენ საჭმელად. აგრეთვე ასეთი ბოსტნეულის ან მინდვრის მწვანილისგან დამზადებული საჭმელი.
მხალეული კულტურებია, საჭმელად ვარგისი ისეთი ბალახ-ბაღჩეულობა, როგორიცაა ისპანახი, კეჟერა, ეკალა, ჭარხალი, ჭინჭარი, სატაცური, ღვალო, მჟაუნა, ჯიჯილაყა, დანდური, არჯაკელი და ა.შ. შეჭამანდი მათი მოთუშვა-მოხარშვით და შესაბამისი სანელებლებითა და მწვანილეულით შეკმაზვით მზადდება. გავრცელებულია ასევე მხლის შეჭამანდის პურში ჩართვა (მხლოვანები), მხლოვან კულტურებს ახმობენ საზამთროდ გალებად დაწნულს, იყენებენ სამკურნალოდ.
ხევში მას ხიმხალს, თუშეთში საწებელს, ხოლო იმერეთში ფხალს უწოდებენ. მხალეული განსაკუთრებით მარხვის პერიოდში მოიხმარებოდა. ბალახეულით კვება გავრცელებული იყო ბერ-მონაზვნობაში და მისი მიმდევრები „მძოვრებად“ მოიხსენებოდნენ. მხალი და მხალეული ომიანობისა და მოუსავლიანობის დროს ძირითადი საკვების შემცვლელს წარმოადგენდა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.