მყინვარული ტბა — წყლის ობიექტი, რომელიც წარმოიქმნება მყინვარის მიერ გაჩენილი ქვაბულის მდნარი წყლით ამოვსების შედეგად, რაც მყინვარულ ეროზიასთან არის დაკავშირებული,[1] თუმცა, ბოლო მორენებითა და ყინულით წარმოქმნილი ბუნებრივი კაშხალიც შეიძლება გახდეს მყინვარული ტბის წარმომქმნელი. მყინვარული ტბების გენეზისი და ხასიათი ცვალებადობს მათი ლოკაციის შესაბამისად.[2]
უკანასკნელი გამყინვარების პერიოდის დასასრულს, დაახლოებით 10,000 წლის წინ, მყინვარებმა უკანდახევა დაიწყეს,[3] რასაც ხშირად თან სდევდა დრუმლინებსა და ბორცვებს შორის არსებული სიცარიელეების ყინულოვანი დანალექებით ამოვსება. მათი ლღობის შედეგად, გამყინვარების პერიოდის ბოლოს წარმოიქმნა ტბები. აღნიშნული კარგად ჩანს მაგალითად, ინგლისის ჩრდილო-დასავლეთით, კერძოდ, ტბების მხარეში, სადაც პოსტ-გლაციალური დანალექები ჩვეულებრივ, 4–6 მ სიღრმისაა.[3] ეს ტბები ხშირად გარშემორტყმულია დრუმლინებით, მორენებით, ოზებით, მყინვარული ნაკაწრებითა და ნაიარევებით.
მცირე გამყინვარების პერიოდიდან მოყოლებული დედამიწამ დაკარგა თავისი მყინვარების 50%. ეს ყოველივე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ამჟამინდელი უკანდახეული მყინვარების ზრდისა და ყინულიდან თხევად წყალზე გადასვლის გათვალისწინებით, რასაც მოყვა მთელ მსოფლიოში მყინვარული ტბების გაჭიმულობისა და მოცულობის ზრდა.[4] ამჟამად, მყინვარული ტბების უმეტესობა გვხვდება აზიაში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ბევრია მყინვარული წარმოშობის ტბები საქართველოშიც.
სქოლიო
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.