მრუდე ტბატბა საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს სამსრის ქედზე, ზღვის დონიდან 2814 მ სიმაღლეზე.[2] სარკის ფართობი 0,26 კმ², მაქსიმალური სიღრმე 6,9 მ. წარმოადგენს ჯავახეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტბას. წაგრძელებულია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ. სამხრეთ-აღმოსავლეთით აჩენს 200 მ-მდე სიგრძის განიერ უბეს. ტბის აუზი სუსტადაა დანაწევრებული, რაც ხელს უშლის ზედაპირული ნაკადების წარმოშობას. ტბის სანაპირო უმეტესად ლოდებითაა მოფენილი. ნაპირები სუსტადაა დანაწევრებული. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. მაღალი დონე აქვს მაის-ივნისში, დაბალი ზამთარში. გამდინარეა მიწისქვეშა გზით. ნოემბრიდან მაისამდე ტბა ყინულით იფარება. ტბის წყალი მუქი ლურჯი ფერისაა. წყალი სუსტად მინერალიზებული, სუფთა და სასმელად ვარგისია.[3]

სწრაფი ფაქტები მრუდე ტბა ...
მრუდე ტბა
კოორდინატები: 41°27′31″ ჩ. გ. 43°40′10″ ა. გ.
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ახალქალაქის მუნიციპალიტეტი (სამცხე-ჯავახეთის მხარე)
სიმაღლე ზღვის დონიდან 2814 
ფართობი 0,26 კმ²
საშუალო სიღრმე 5,4 
მაქსიმალური სიღრმე 6,9 
Thumb
მრუდე ტბა
Thumb
მრუდე ტბა
დახურვა

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.