From Wikipedia, the free encyclopedia
მაქსიმილიონ დრეიკ ტირიოტი (ინგლ. Maximillion Drake Thieriot; დ. 14 ოქტომბერი, 1988) — ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი. მისი სამსახიობო დებიუტი შედგა 2004 წლის სათავგადასავლო ფილმში „დაიჭირე ბავშვი“ (Catch That Kid). ამის შემდეგ ტირიოტმა მონაწილეობა მიიღო ფილმებში: „მელოტი ძიძა“ (The Pacifier) (2005 წ.), „ნენსი დრიუ“ (Nancy Drew) (2007 წ.), „ტელეპორტი“ (Jumper) (2008 წ.), „წაიღე ჩემი სული“ (My Soul to Take) (2010 წ.), „ქლოია“ (Chloe) (2010 წ.), „კავშირის გაწყვეტა“ (Disconnect) (2012 წ.), „სახლი ქუჩის ბოლოს“ (House at the End of the Street) (2012 წ.) და „ტალღის ქიმზე“ (Point Break) (2015 წ.).
მაქს ტირიოტი | |
---|---|
ტირიოტი ბეიტსის მოტელის პეილიფესტზე, 2013 წელი | |
დაბადების სახელი | მაქსიმილიონ დრეიკ ტირიოტი |
დაბადების თარიღი |
14 ოქტომბერი, 1988 ლოს ალტოს ჰილსი, კალიფორნია, აშშ |
საქმიანობა | მსახიობი, რეჟისორი |
აქტიური | 2004–დღემდე |
მეუღლე(ები) | ლექსი მერფი (იქ. 2013)[1] |
შვილ(ებ)ი | 2 |
ნათესავები |
|
2013-2017 წლებში ის დილან მასეტის როლს ასრულებდა A&E-ის დრამა-თრილერის ჟანრის სერიალში „ბეიტსის მოტელი“ (Bates Motel). მან განასახიერა ჯონ კოფი „ჯეკ“ ჰეისი History Channel-ის მინისერიალში „ტეხასის ამბოხება“ (Texas Rising) (2015 წ.). 2017 წელს ტირიოტმა დაიწყო კლეი სპენსერის როლის შესრულება CBS-ის დრამაში „ზღვის ლომები“ (Seal Team).
ტირიოტი დაიბადა ლოს ალტოს ჰილსში, კალიფორნიაში. მისი მშობლები არიან ბრიჯიტ ენი და ჯორჯ კამერონ ტირიოტი. მას ჰყავს უფროსი და, ფრენსის „ფრენკი“ კამერონი, და უმცროსი ძმა, ეიდანი.[2] ტირიოტი გაიზარდა ქალაქ ოქსიდენტალში, სონომას ოლქში, კალიფორნიაში. მან განათლება მიიღო სონომას ოლქის დღის სკოლაში, სანტა-როზაში, რის შემდეგაც სწავლა განაგრძო ელ მოლინოს საშუალო სკოლაში, ფორესტვილში და დაამთავრა 2006 წელს.[2] ტირიოტის წინაპრები ოდესღაც ფლობდნენ „სან-ფრანცისკოს ქრონიკებს“. მისმა დიდმა ბაბუამ, მაიკლ ჰენრი დე იანგმა (ნიდერლანდელი ებრაელების შთამომავალი, რომელიც კათოლიციზმზე მოექცა), თავის ძმასთან, ჩარლზ დე იანგთან ერთად დააარსა საგაზეთო გამომცემლობა,[3][4] ხოლო მისი ნათესავები, ჩარლზ და რიჩარდ ტირიოტები გაზეთის რედაქტორები და გამომცემლები იყვნენ.[5][6] ტირიოტის ბებია და ბაბუა (მამის მხრიდან), ფრენსის ჰარისონი და ფერდინანდ მელი ტირიოტი ემსხვერპლნენ „ანდრეა დორიას“ ჩაძირვას 1956 წელს.[7]
იმპროვიზაციის კლასებზე დასწრების შემდეგ ტირიოტის მენეჯერი დონ გიბლი გახდა. ის იყო Gap-ის მოდელი და მონაწილეობა მიიღო ორ მოკლემენტრაჟიან ფილმში, რის შემდეგაც ტირიოტი კრისტენ სტიუარტთან და კორბინ ბლიუსთან ერთად გადაიღეს 2004 წლის სათავგადასავლო ფილმში „დაიჭირე ბავშვი“ (Catch That Kid). ამის შემდეგ მან მონაწილეობა მიიღო 2005 წლის კომედიურ ფილმში „მელოტი ძიძა“ (The Pacifier), სადაც შეასრულა ოჯახის ერთ-ერთი წევრის როლი, რომელიც ზღვის ლომების ქვედანაყოფის დაცვის ქვეშაა. ამ როლისთვის ის წარდგა საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობის 27-ე დაჯილდოების ნომინაციაზე. ტირიოტმა მონაწილეობა მიიღო 2007 წლის დრამაში „ასტრონავტი ფარმერი“ (The Astronaut Farmer) და იმავე წლის ეკრანიზაციაში „ნენსი დრიუ“ (Nancy Drew).
2008 წელს მან შეასრულა ჰეიდენ კრისტენსენის პერსონაჟის ახალგაზრდა ვერსია 2008 წლის ფილმში „ტელეპორტი“ (Jumper), რომელშიც ასევე მონაწილეობდა კრისტენ სტიუარტი.[8] იმავე წელს მან შეასრულა როლი ფილმში „ამერიკელი გოგონა“ (Kit Kittredge: An American Girl),[9] რისთვისაც ტირიოტმა და მასთან ერთად მონაწილე მსახიობებმა მოიპოვეს 2009 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობების ტიტული.[10] 2009 წელს, მან მონაწილეობა მიიღო ეროტიკულ თრილერში „ქლოია“ (Chloe),[11] რომელმაც დიდ კომერციულ წარმატებას მიაღწია და გახდა რეჟისორ ატომ ეგოიანის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი.[12] მომდევნო წელს, მან შეასრულა მთავარი როლი ვეს კრავენის საშინელებათა ფილმში „წაიღე ჩემი სული“ (My Soul to Take), რომელშიც ჩაანაცვლა დენის ჰოპერის შვილი, ჰენრი ლი ჰოპერი.[13]
2011 წელს ტირიოტმა დერმოთ მალრუნთან და ბრიტანი რობერტსონთან ერთად მონაწილეობა მიიღო კომედიურ ფილმში „ოჯახის ხე“ (The Family Tree)[14] და ჯულეტ ლიუისთან ერთად შეასრულა მთავარი როლი დრამაში „Foreverland“.[15] ამის შემდეგ მან და ჯენიფერ ლოურენსმა შეასრულეს როლები მარკ ტონდერაის ფსიქოლოგიურ თრილერში „სახლი ქუჩის ბოლოს“ (House at the End of the Street) (2012 წ.)[16] იმავე წელს, მან მონაწილეობა მიიღო დრამაში „კავშირის გაწყვეტა“ (Disconnect).[17] კვლავ 2012 წელს, ტირიოტი მთავარი როლისთვის აირჩიეს როლანდ ემერიხის დრამის, „Dark Horse“-ის პილოტისთვის, თუმცა პროექტმა სერიალის სახე ვერ მიიღო.[18] 2013 წლიდან 2017 წლამდე ის ასრულებდა დილან მასეტის, ნორმან ბეიტსის ნახევარძმის როლს კრიტიკოსთა მიერ აღიარებულ დრამატულ სერიალში „ბეიტსის მოტელი“ (Bates Motel), რომელშიც ასევე მონაწილეობენ ვერა ფარმიგა და ფრედი ჰაიმორი.[19] მისი სარეჟისორო დებიუტი შედგა სერიალის მეხუთე სეზონის ეპიზოდში „Hidden“.[20]
2015 წელს ტირიოტმა History Channel-ის მინისერიალში „ტეხასის ამბოხება“ (Texas Rising) ჯონ „ჯეკ“ ჰეისის, ტეხასელი რეინჯერების კაპიტნის როლი შეასრულა.[21] მან მონაწილეობა მიიღო თრილერის ეკრანიზაციაში „ტალღის ქიმზე“ (Point Break). 2017 წლიდან ტირიოტი ასრულებს კლეი სპენსერის როლს CBS-ის დრამაში „ზღვის ლომები“ (Seal Team), რომელშიც ასევე მონაწილეობენ დევიდ ბორეანაზი და ჯესიკა პარე.[22]
2012 წელს ტირიოტი და ალექსის „ლექსი“ მერფი დაინიშნენ, რომლებიც ერთმანეთს 7 წელი ხვდებოდნენ. ტირიოტმა მას ხელი კარიბებში მოგზაურობისას სთხოვა, სადაც ისინი ერთმანეთს მაშინ შეხვდნენ, როცა ჯერ კიდევ თინეიჯერები იყვნენ.[23] 2013 წლის 1-ელ ივნისს წყვილმა ტაჰოს ტბაზე იქორწინა.[1][24] 2015 წლის დეკემბერში მათ შეეძინათ ბიჭი, ბო ტირიოტი.[25][26] 2018 წლის 21 იანვარს წყვილს მეორე შვილი, მაქსიმუსი შეეძინათ. მისი დის, ფრენკის ქორწინებით ტირიოტი ბეისბოლის გუნდ „ფილადელფიის ფილისის“ ყოფილი მოთამაშის, მაიკლ სტუტსის მაზლი გახდა.[27]
მსახიობობასთან ერთად, ტირიოტი ასევე მეღვინეცაა.[28] ის და მისი ბავშვობის მეგობრები, ქრისტოფერ სტრიტერი და მაილს ლოურენს-ბრიგსი ფლობენ ვენახებს ოქსიდენტალში და აწარმოებენ ღვინოს თავიანთი მარკის ქვეშ „Senses Wines“.[29] ბეიტსის მოტელის მესამე სეზონის ერთ-ერთ ეპიზოდში, საოჯახო ვახშმის დროს მთავარი პერსონაჟები სწორედ ამ ღვინოს სვამენ.[30]
წელი | ქართული სახელწოდება | მშობლიური სახელწოდება | როლი | შენიშვნა |
---|---|---|---|---|
2004 | „დაიჭირე ბავშვი“ | Catch that Kid | გასი | |
2005 | „მელოტი ძიძა“ | The Pacifier | სეთ პლამერი | |
2007 | „ასტრონავტი ფარმერი“ | The Astronaut Farmer | შეპარდ ფარმერი | |
„ნენსი დრიუ“ | Nancy Drew | ნედ ნიკერსონი | ||
2008 | „ტელეპორტი“ | Jumper | ახალგზარდა დევიდ რაისი | |
„ამერიკელი გოგონა“ | Kit Kittredge: An American Girl | უილ შეპერდი | ||
2010 | „წაიღე ჩემი სული“ | My Soul to Take | ადამ ჰელერმანი | |
„არ აღელდე“ | Stay Cool | შასტას შეყვარებული | ||
„ქლოია“ | Chloe | მაიკლ სტიუარტი | ||
2011 | „ოჯახის ხე“ | The Family Tree | ერიკ ბერნეტი | |
— | Foreverland | უილიამ რანკინი | ||
2012 | „ყვითელი“ | Yellow | ახალგაზრდა ნოველი | |
„კავშირის გაწყვეტა“ | Disconnect | კაილი | ||
„სახლი ქუჩის ბოლოს“ | House at the End of the Street | რაიან იაკობსონი | ||
2015 | „ტალღის ქიმზე“ | Point Break | ჯეფი |
წელი | ქართული სახელწოდება | მშობლიური სახელწოდება | როლი | შენიშვნა |
---|---|---|---|---|
2012 | — | Dark Horse | კარტერ ჰენდერსონი | განუხორციელებელი პილოტი |
2013–2017 | „ბეიტსის მოტელი“ | Bates Motel | დილან მასეტი | 48 ეპიზოდი |
2015 | „ტეხასის ამბოხება“ | Texas Rising | ჯონ ჰეისი | 5 ეპიზოდი |
2017–დღემდე | „ზღვის ლომები“ | SEAL Team | კლეი სპენსერი | 44 ეპიზოდი |
წელი | სახელწოდება | შენიშვნა | |
---|---|---|---|
2017 | „ბეიტსის მოტელი“ | Bates Motel | ეპიზოდი: „Hidden“ |
2020 | „ზღვის ლომები“ | SEAL Team | ეპიზოდი: "Drawdown" |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.