From Wikipedia, the free encyclopedia
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო — გლობალური კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში პროფესიის პოპულარიზაციას, პედაგოგების პრესტიჟის ზრდას, წარმატებული მასწავლებლების გამოვლენასა და საზოგადოებისათვის მათ წარდგენას.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო | |
ჯილდო | 10 000 ლარი |
წარადგენს | განათლება ყველასათვის - საქართველო |
ქვეყანა | საქართველო |
პირველად გადაეცა | ვლადიმერ აფხაზავა (2017) |
ბოლოს გადაეცა | ნათია უჩავა (2024) |
tprize.ge |
---|
2017 წლის 19 მარტს საქართველომ განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე მიიღო მასწავლებლის გლობალური ჯილდოს აკრედიტაცია. საქართველოს ფორუმზე წარმოადგენდა კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველო.“ აკრედიტაციის საფუძველზე, კოალიციის ინიციატივით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით, დაიწყო და 2017 წელს პირველად ჩატარდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდო. ეროვნულ დონეზე გამარჯვებული ჯილდოს სახით იღებს 10 000 ლარს და ხდება გლობალური ჯილდოს ერთ-ერთი მონაწილე.
მასწავლებლების შერჩევის კრიტერიუმებია: მოსწავლეების სწავლის შედეგების დინამიკა; სწავლების ინოვაციური და ეფექტური მიდგომების გამოყენება; ზოგადსაკაცობრიო მოქალაქეობრივი ღირებულებებისა და პრინციპების სწავლება; საზოგადოებერივი აღიარება და სამოქალაქო აქტივობა; პროფესიული განვითარება და გამოცდილების გაზიარება.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი გახდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ვლადიმერ აფხაზავა.
წელი | სახელი | სკოლა | მუნიციპალიტეტი | სწავლების საგანი | სქოლიო |
---|---|---|---|---|---|
2017 | ვლადიმერ აფხაზავა | ჩიბათის საჯარო სკოლა | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი | სამოქალაქო განათლება | [1] |
2018 | მანანა კაპეტივაძე | ბაღდათის მეორე საჯარო სკოლა | ბაღდათის მუნიციპალიტეტი | ინგლისური ენა | [2][3] |
2019 | გიორგი ჭაუჭიძე | მარნეულის მეორე საჯარო სკოლა | მარნეულის მუნიციპალიტეტი | ქართული ენა (როგორც მე-2 ენა) და ისტორია | [4] |
2020 | სოფიო გოგოხია | აფხაზეთის მეათე საჯარო სკოლა | ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი | ქართული ენა და ლიტერატურა | [5] |
2021 | ხათუნა რაზმაძე | წმინდა გიორგი სახელობის საერთაშორისო სკოლა | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი | მათემატიკა | [6] |
2022 | როლანდ შავაძე | მეკეიძეების საჯარო სკოლა | ხულოს მუნიციპალიტეტი | ინგლისური ენა | [7] |
2023 | ნინო ფსუტური | გორის მერვე საჯარო სკოლა | გორის მუნიციპალიტეტი | ბიოლოგია | [8] |
2024 | ნათია უჩავა | თბილისის ასოცდამეექვსე საჯარო სკოლა | თბილისი | ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური) | [9] |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.