From Wikipedia, the free encyclopedia
მაკემაკე (Makemake, სიმბოლო: )[1] — სიდიდით მესამე ჯუჯა პლანეტა მზის სისტემაში, კოიპერის სარტყლის ორ უდიდეს ობიექტთაგანი. მისი დიამეტრი დაახ. პლუტონის დიამეტრის ორი-მესამედია. მაკემაკეს თანამგზავრები არ ჰყავს, განსხვავებით კოიპერის სარტყლის სხვა უდიდეს ობიექტთაგან. მისი ექსტრემალურად დაბალი ტემპერატურა −243 °C (დაახლ. 30 °K) მიუთითებს იმაზე, რომ მისი ზედაპირი დაფარულია მეთანისა და ეთანის ყინულით. ეს ობიექტი აღმოაჩინეს 2005 წლის 29 ივლისს ჰაუმეასთან და ერისთან ერთად.
პერიფელიუმში მზიდან დაშორების მანძილია 7 939 700 000 კმ (53.074 ა.ე.), აფელიუმში 5 760 800 000 კმ (38.509 ა.ე.). მზიდან დაშორების საშუალო მანძილია 6 850 300 000 კმ (45.791 ა.ე.). თავისი ღერძის გარშემო ბრუნვის პერიოდია: 7 სთ 46 წთ 30 წმ. მისი ორბიტალური სიჩქარეა 4419 მ/წმ. ორბიტის ექსცენტრისიტეტი არის 0.159.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.