From Wikipedia, the free encyclopedia
„ლუნა-3“ (რუს. «Луна-3», «Е-2А») — საბჭოთა კოსმოსური პროგამა „ლუნას“ ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური (ასს). კოსმოსში გაშვებულ იქნა 1959 წლის 4 ოქტომბერს, მთვარისა და გარე კოსმოსის შესასწავლად.
ლუნა-3 | |
---|---|
ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური „ლუნა-3“-ის მაკეტი კოსმონავტიკის მემორიალურ მუზეუმში | |
მისია | სელენოცენტრულ ორბიტაზე გასვლა და მთვარის უკანა მხარის ფოტოგადაღება |
COSPAR ID | 1959-008A |
SCN | 00021 |
მისიის ხანგრძლივობა | 207 დღე-ღამე |
ტექნიკური მახასიათებლები | |
მწარმოებელი | ОКБ-1 |
მისიის დაწყება | |
გაშვების თარიღი | 4 ოქტომბერი, 1959 00:43:40 UTC |
რაკეტა-მატარებელი | 8К72 Л1-8 |
მისიის დასრულება | |
ორბიტა დატოვა | 20 აპრილი, 1960 |
რაკეტა-მატარებლის ბოლო საფეხურის მასა იყო 1553 კგ (კონტეინერის — აპარატურიანად 435 კგ). ასს-ზე იყო მდიდარი სამეცნიერო აპარატურა. ასს-მა გაიარა მთვარიდან 6200 კმ მანძილზე, 1959 წლის 7 ოქტომბერს გადაიღო მთვარის უკანა მხარის ფოტოსურათი და გადმოსცა დედამიწაზე, ასევე პროექტის ფარგლებში პრაქტიკაში პირველად განხორციალდა გრავიტაციული მანევრი. ასს-ის აპარატურის მუშაობის მართვა წარმოებდა დედამიწიდან, საკოორდინაციო გამომთვლელი ცენტრიდან.
1959 წლის 4 ოქტომბერს 00:43:40 UTC დროით ბაიკონურის კოსმოდრომიდან, რაკეტა-მატარებელი „ვოსტოკ-ლ“-ით («Восток-Л») მთვარის მიმართულებით გაშვებულ იქნა ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური ლუნა-3. ასს, სამეცნიერო ინფორმაციისა და მოძრაობის პარამეტრების გაზომვათა შედეგებს ორი რადიოკავშირის საშუალებით გადასცემდა, რომლებიც მუშაობდნენ 39.986 მეგაჰერცისა და 183.6 მეგაჰერცის სიხშირეზე. უკანასნელზე წარმოებდა ასს-ის ორბიტის ელემენტების კონტროლი. 39.986 მეგაჰერცის სიცშირის გადაცემის სიგნალები წარმოადგენდნენ 0.2-0.8 წამამდე ცვლადი ხანგრძლივობის იმპულსებს, რომელთა განმეორების სიხშირე 1±0.15 ჰერცი იყო.
პირველი სურათის გადაღება 3 დღის შემდეგ, 7 ოქტომბერს გახდა შესაძლებელი. 22 ოქტომბერს, მრავალი ფოტოს გადაღების შემდეგ, რომლებიც დედამიწაზე ფოტოსატელევიზიო მოწყობილობით იქნა გადაცემული, კავშირი სადგურთან შეწყდა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.