From Wikipedia, the free encyclopedia
ლევბერდონი, ან ლებერდონი (დონის მარცხენა სანაპირო) — დონის როსტოვის, კიროვის და ლენინის რაიონების ნაწილების არაოფიციალური სახელი, რომელიც მდებარეობს მდინარე დონის მარცხენა სანაპიროზე. გადაჭიმულია დაახლოებით 10 კილომეტრზე მდინარის სანაპიროს გაყოლებით.
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
ლევბერდონი | |
ხედი ვოროშილოვის ხიდიდან | |
ქვეყანა | რუსეთი |
დაქვემდებარება | რსფსრ |
მუნიციპალიტეტი | როსტოვის ოლქი |
კოორდინატები | 47°13′00″ ჩ. გ. 39°43′00″ ა. გ. |
ლებერდონის ტერიტორიის 90% რეკრეაციულ კომპლექსს წარმოადგენს, სადაც მდებარეობს დასვენების ცენტრები, ქვიშიანი პლაჟები, კაფეები, რესტორნები და ღამის კლუბები. ტერიტორიის დაახლოებით 10% უკავია სამრეწველო საწარმოებს, რომელთა ნაწილი ქალაქის ცენტრალური ტერიტორიებიდან გადმოიტანეს. ამ ტერიტორიის განვითარების ახალი ეტაპი უკავშირდება როსტოვ არენას სტადიონის მშენებლობას. [1]
2018 წლის FIFA მსოფლიო ჩემპიონატისთვის მომზადების მიზნით, როსტოვ არენას 45000 ადგილიანი ტევადობის საფეხბურთო სტადიონი აშენდა მდინარე დონის მარცხენა სანაპიროზე ბოგატიანოვსკის სპუსკის მოპირდაპირე მხარეს დონის როსტოვის ცენტრალურ ნაწილში. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ სტადიონზე როსტოვის საფეხბურთო კლუბმა დაიდო ბინა.
სტადიონის გვერდით, ნიჩბოსნობის არხის აღმოსავლეთ მხარეს დაგეგმილია როსტოვის ოლქის ახალი სამთავრობო შენობის და სპორტული ობიექტების მშენებლობა, ხოლო კარიერის ძირში, რომელიც წარმოიქმნება ამ შენობებისა და ნაგებობების მშენებლობისთვის ქვიშის ჩამორეცხვის შედეგად, გადის ახალი არხი.[2]
ვორშილოვსკის ხიდის გასწვრივ, მდინარე დონის მარცხენა სანაპიროზე, დაგეგმილია სასტუმროებისა და ოფისების მშენებლობა, ხოლო გზის დასავლეთ მხარეს ქალაქ ბატაისკის მიმართულებით, ნიჩბოსნობის არხის მოპირდაპირედ განთავსდება როსტოვის ახალი იპოდრომი.
ამავდროულად, განხორციელდა სავაჭრო-გასართობი ცენტრის, „მეგამაგის “ მშენებლობის მეორე ეტაპის პროექტი, რომელშიც განთავსებული იყო რამდენიმე მაღაზია, მათ შორის ჰიპერმარკეტი „აშანი“.
1969 წლის 9 მაისს, ლევბერდონის ერთ-ერთ მრავალ დასასვენებელ ცენტრში გაიმართა როკ ფესტივალი, რომელსაც მოგვიანებით უწოდეს „ვუდსტოკი დონზე“. ფესტივალში მონაწილეობა მიიღო ოთხმა როკ-ჯგუფმა როსტოვიდან : „დილის ნამი “, „ბავშვი და ძმები “, „კორდა“ და „უიღბლოები.“ [3]
1988 წელს, როსტოველმა რეჟისორმა და ტელეწამყვანმა ივან კონონოვმა, რომელიც იმ დროს საბჭოთა კავშირის ტელევიზიის ახალგაზრდულ რედაქციაში მუშაობდა, დაწერა სიმღერა სახელწოდებით „ლევბედრონი“ (დონის მარცხენა სანაპირო). სიმღერა შეასრულა ცნობილმა მომღერალმა კონსტანტინ უნდროვმა. " რუსული შანსონის " ჟანრში შესრულებული სიმღერა სწრაფად შეიყვარეს როსტოველებმა. ამავე დროს, სწრაფად მოიპოვა პოპულარობა მთელი რუსეთის მასშტაბით.. კონსტანტინ უნდროვის მიერ შესრულებული „ლევბედრონი“ გაიყიდა მრავალ ათასიანი ტირაჟით გრამფირფიტებსა და კასეტებზე. გარკვეული პერიოდის შემდეგ „ლევბედრონი“ შევიდა მომღერალ მიხაილ შუფუტინსკის რეპერტუარში. [4]
სიმღერა ასევე ნახსენებია რეპ - შემსრულებლის ბასტას კომპოზიციაში „როსტოვი.“
ლევბედრონის ტერიტორია არაერთი ღირსშესანიშნაობითაა განთქმული. მათ შორის აღსანიშნავია:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.