From Wikipedia, the free encyclopedia
ლაპლანდია (ფინ. Lappi; შვედ. Lappland) — ფინეთის ერთ-ერთი რეგიონი. მოიცავს 6 ქვერეგიონსა და 21 მუნიციპალიტეტს. მისი ფართობი 98 984 კმ²-ია, მოსახლეობა 184 000 (2009 წ). სამხრეთიდან ჩრდილოეთი ოსტრობოტნიას რეგიონი ესაზღვრება, სამხრეთ-დასავლეთიდან ― ბოტნიის ყურე, დასავლეთიდან ― ნორბოტენის ლენი, ჩრდილოეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ― ტრომს-ოგ-ფინმარკი, ხოლო აღმოსავლეთიდან ― მურმანსკის ოლქი და კარელიის რესპუბლიკა. სამხრეთი ნაწილი ძირითადად ტორფნარებსა და ტყეებს მოიცავს, ხოლო ჩრდილოეთი — მთიანია. რეგიონს არქტიკული წრე კვეთს, რის გამოც შუაღამის მზისა და პოლარული ღამის ხილვაა შესაძლებელი.[1][2] რეგიონის დედაქალაქია როვანიემი.
რეგიონი | |||
---|---|---|---|
ლაპლანდია Lapland | |||
| |||
ქვეყანა | ფინეთი | ||
ადმ. ცენტრი | როვანიემი | ||
შიდა დაყოფა | კემი-ტორნიოს ქვერეგიონი და როვანიემის ქვერეგიონი | ||
კოორდინატები | 67°00′00″ ჩ. გ. 26°00′00″ ა. გ. | ||
დაარსდა | 1 იანვარი, 2010 | ||
ფართობი | 98,984 ათ. კმ² | ||
მოსახლეობა | 184,000 კაცი (2009) | ||
სიმჭიდროვე | 1.9 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | აღმოსავლეთ ევროპული დრო, UTC+2 და UTC+3 | ||
ოფიციალური საიტი | lapinliitto.fi/fi | ||
ლაპლანდია დაკავშირებულია ლეგენდარულ „ჩრდილოეთ პოლუსთან“, სანტა კლაუსის საცხოვრებელთან, მას შემდეგ, რაც 1927 წელს ფინური რადიოს წამყვანმა, მარკუს რაუტიომ, განაცხადა, რომ სანტა კლაუსი კორვატუნტურში, ლაპლანდიაში ცხოვრობს. მოგვიანებით როვანიემმა განაცხადა, რომ სანტას „ოფიციალური მშობლიური ქალაქია“ და ტურიზმის ხელშესაწყობად სანტა კლაუსის სოფელი მოაწყო.[3]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.