From Wikipedia, the free encyclopedia
იმპერატორი კოსიო (იაპონ. 孝昭天皇; დ. ძვ. წ. 505 — გ. ძვ. წ. 392) — იაპონიის მე-5 იმპერატორი [1] მემკვიდრეობის ტრადიციული წესის მიხედვით. [2] ისტორიკოსები იმპერატორ კოსიოს მოიხსენიებენ, როგორც ლეგენდარულ პიროვნებას.
იმპერატორი კოსიო | |
---|---|
孝昭天皇 | |
იაპონიის მე-5 იმპერატორი | |
მმართ. დასაწყისი: | ძვ. წ. 475 |
მმართ. დასასრული: | ძვ. წ. 393 |
წინამორბედი: | იტოკუ |
მემკვიდრე: | კოანი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | ძვ. წ. 505 |
გარდ. თარიღი: | ძვ. წ. 392 |
მამა: | იმპერატორი იტოკუ |
იმპერატორის ცხოვრების და მმართველობის წელი უცნობია.[3] ადრეული ხანის იმპერატორების პირობითი სახელები არ იყო მიღებული „ტრადიციული წესით“ იმპერატორ კამუს მმართველობამდე, რომელიც იამატოს დინასტიის 50-ე მონარქი იყო.[4]
გუკანშო წერდა, რომ კოსიო მართავდა ვაკი-ნო-კამის იკეკოკორო ნო მიას სასახლიდან, რომელიც დღეს იამატოს პროვინციის სახელით არის ცნობილი.
ისტორიკოსების აზრით კოსიო უდავოდ ლეგენდის ნაწილია. კოძიკი მის შესახებ მარტო სახელს და გენეოლოგიას წერს. ნიჰონ შოკი ანეის იხსენიებს, როგორც მეოთხე იმპერატორს „რვა არადარეგისტრირებული მონარქიდან“ (იაპონ. 欠史八代).[5] გუკანშო წერს, რომ ანეი იმპერატორ იტოკუს უფროსი[6] შვილი იყო.[3] ჯინო სოტოკო წერს, რომ დედამისი ამანოტოიოტოცუ-ჰიმე იყო, ხოლო ბებიამისი დედის მხრიდან — ოკისიმიმი-ნო-კამი. [7]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.