From Wikipedia, the free encyclopedia
იაპის კუნძულები (ინგლ. Yap Islands) — კუნძულები წყნარ ოკეანეში. შედის მიკრონეზიის ფედერაციული შტატების იაპის შტატის შემადგენლობაში.
მშობ. სახელი: ინგლ. Yap Islands | |
---|---|
იაპის კუნძულების რუკა | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 9°32′ ჩ. გ. 138°07′ ა. გ. |
კუნძულთა რაოდენობა | 14 |
მთავარი კუნძული | იაპი |
ფართობი | 105,4 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 173 მ |
მიკრონეზიის ფედერაციული შტატები | |
შტატი | იაპი |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 7391 (2000) |
სიმჭიდროვე | 70,123 ად. /კმ² |
იაპის კუნძულების ფართობი შეადგენს 105,4 კმ²-ს[1].
დიდი კუნძულები:
პატარა კუნძულები:
ცნობილია, რომ ოდესღაც იაპის კუნძულები იყო დიდი იაპის იმპერიის ცენტრი. იმპერიაში შედიოდა კაროლინის კუნძულების საკმაოდ დიდი ტერიტორია (სიგრძით 1100 კმ), სადაც თითოეულ კუნძულს ჰქონდა თავისი ადგილი იერარქიაში. იერარქიაში დაბალ საფეხურზე მდგომები წელიწადში ორჯერ ურიგებდნენ საჩუქრებს მაღალ საფეხურზე მდგომებს. მთელი ძღვენი რჩებოდა იაპის კუნძულების ბელადებს.
XVII საუკუნიდან იაპის კუნძულები ჯერ იყო ესპანეთის, შემდეგ გერმანიის და ბოლოს იაპონიის კოლონია. 1947—1986 წლებში კუნძულები იმყოფებოდა აშშ-ის მეურვეობის ქვეშ.
2000 წლის მონაცემებით იაპის კუნძულების მოსახლეობა შეადგენს 7391 ადამიანს[2].
კუნძულებზე სავაჭრო-ფულად ურთიერთობაში ამერიკულ დოლართან თანაბრად გამოიყენება უზარმაზარი რაის ქვები (ქვის მონეტები შუაში მრგვალი ხვრელით). ყველაზე დიდ მონეტას აქვს 3 მეტრიანი დიამეტრი, სისქე — 0,5 მეტრი და იწონის 4 ტონას.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.