From Wikipedia, the free encyclopedia
თურქეთის დროშა (თურქ: Türk bayrağı) - წითელი დროშა, რომელშიც გამოსახულია თეთრი ვარსკვლავი და ნახევარმთვარე. დროშას ხშირად უწოდებენ al bayrak (წითელი დროშა) და ასევე მოიხსენიება, როგორც al sancak (წითელი ბანერი) თურქეთის ეროვნულ ჰიმნში.
თურქეთის დროშა Türk bayrağı | |
---|---|
თურქეთი | |
მიღებულია | 1844 |
პროპორცია | 2:3 |
კომპიუტერული დიზაინი |
წითელი ნაჭერი თეთრი ვარსკვლავით და ნახევარმთვარით, ოდნავ მარჯვნივ ცენტრისკენ.[1] PAN: 186C RGB: 227, 10, 23 HEX: #E30A17 |
წინა დროშები | |
თურქეთის პრეზიდენტის დროშა | |
პროპორცია | 2:3 |
საბაჟო ადმინისტრაციის დროშა | |
თურქეთის შეიარაღებული ძალების მეთაურის დროშა |
მიმდინარე დიზაინი თურქული დროშის, პირდაპირ გამომდინარეობს ოსმალეთის დროშის ბოლო ვერსიიდან, რომელიც მიიღეს XVIII საუკუნის ბოლოს და საბოლოო სახე მიიღო 1844 წელს.
თურქული დროშის ზომები, გეომეტრიული პროპორციები და ზუსტი ტონი წითელი დროშის, იურიდიულად სტანდარტიზებულია თურქეთის დროშის კანონის მიხედვით, 1936 წლის 29 მაისს.[2]
ლეგენდის მიხედვით, წითელი დროშის ფერი, წარმოადგენს თურქეთისთვის დაღუპულთა სისხლს. ხოლო ღამეს ამ სისხლში აისახება ნახევარმთვარე და ვარსკვლავები, რაც საბოლოოდ თურქული დროშის იერსახეს იძენს.
წითელი წარმოადგენს თურქი ჯარისკაცების ომის დროს დაღვრილ სისხლს, თუ როგორ გაიარეს და როგორ გადარჩნენ ისინი. ვარსკვლავის და ნახევარმთვარის დიზაინი ოსმალეთის დროშის დიზაინიდან აღებულია, რომელიც XVIII საუკუნის ბოლოს და XIX საუკუნის დასაწყისში იქნა მიღებული. თეთრი ვარსკვლავის და ნახევარმთვარის დანერგვა, წითელ დროშაზე და მისი მიღება ოსმალეთის იმპერიის დროშად თარიღდება 1844 წლის თანზიმათი-ს რეფორმებით.
წარმოშობას ნახევარმთვარის და ვარსკვლავის სიმბოლოს, ოსმალები ზოგჯერ (1890) მოიხსენიებენ ოსმალეთის იმპერიის დამფუძნებლის ოსმან I ლეგენდარული ოცნებით, რომლის ცნობით, მას უნახავს, თუ როგორ მთვარე ამოდის ქადის მკერდიდან, რომლის ქალიშვილსაც იგი ცდილობდა მოეყვანა ცოლად.[3]
საფუძვლები თურქული დროშის, რესპუბლიკის პერიოდის დროს თურქეთში, ჩაუყარა "თურქეთის დროშის კანონი # 2994"-მა 1936 წლის 29 მაისს. "თურქეთის დროშის რეგულირების კანონი No. 2/7175" 1937 წლის 28 ივლისიდან და "დამატებითი რეგულირების კანონი No. 11604/2" 1939 წლის 29 ივლისიდან, აღწერს, თუ როგორ განხორციელდება დროშის კანონი. "თურქული დროშის კანონი # 2893" დათარიღებული 1983 წლის 22 სექტემბრით და გამოქვეყნებული ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში 1983 წლის 24 სექტემბერს, გამოქვეყნდა საჯაროდ ექვსი თვის შემდეგ მიღებიდან.
RGB ფერის სივრცეში, თურქული დროშის წითელი ფერი შედგება: 89% - წითელი, 3.9% - მწვანე და 9% - ლურჯი (ფერის კოდია #E30A17). CMYK ფერის სივრცეში, იგი შედგება: 0% - ცისფერი, 95.6% - ფუქსინი, 89.9% - ყვითელი და 11% - შავი. მას აქვს ფერის ტონის კუთხე 356,4 გრადუსი, ინტენსივობა 91.6% და სიმსუბუქე 46.5%. თურქული დროშის ფერი არის ნათელი წითელი და ამ ფერის მიღება შეიძლება #FF142E და #C70000 შერწყმით. უახლოესი websafe ფერია: #CC0000.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.