From Wikipedia, the free encyclopedia
ველიკიე-ლუკი (რუს. Великие Луки) — ქალაქი ფსკოვის ოლქში, რუსეთის ფედერაცია. დიდი მრავალპროფილიანი სავაჭრო, სამრეწველო, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრი ფსკოვის ოლქის სამხრეთ ნაწილში. საოლქო დაქვემდებარების ქალაქი, სადაც განთავსებულია ველიკიე-ლუკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. თავად ქალაქი ქმნის თვითმმართველ მუნიციპალიტეტს.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ველიკიე-ლუკი Великие Луки | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
ოლქი | ფსკოვის ოლქი | ||||
შიდა დაყოფა | 4 მიკრორაიონი | ||||
კოორდინატები | 56°21′00″ ჩ. გ. 30°13′00″ ა. გ. | ||||
ქალაქის თავი | ნიკოლაი კოზლოვსკი | ||||
პირველი ხსენება | 1166 | ||||
ადრეული სახელები | ლუკი | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1777 | ||||
ფართობი | 60,08 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 100 მ | ||||
მოსახლეობა | 90 922 კაცი (2020) | ||||
სიმჭიდროვე | 1513,35 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+3 | ||||
სატელეფონო კოდი | +7 81153 | ||||
საფოსტო ინდექსი | 182100-182115 | ||||
ოფიციალური საიტი | vluki.reg60.ru | ||||
ქალაქი ველიკიე-ლუკი სასაზღვრო ქალაქია, იგი მდებარეობს ბელარუსის საზღვრიდან 80 კილომეტრში, ხოლო ლატვიის საზღვრიდან — 150 კილომეტრში. ფსკოვიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 250 კილომეტრში, მდინარე ლოვატის (ილმენის ტბის აუზი) ნაპირებზე.
დიდი ძველი რუსული დასახლება IX-XII საუკუნეებში, მდებარეობდა თანამედროვე ქალაქიდან 30 კილომეტრში. პირველად 1166 წელს მოიხსენიება ნოვგოროდულ მატიანეებში სახელწოდებით ლუკი და მდებარეობს მდინარე ლოვატზე. ქალაქი მოხსენიებულია იმ ამბებთან დაკავშირებით, როდესაც აქ ჩავიდა კიევის თავადი როსტისლავ I ნოვგოროდელ ბოიარელებთან მოსალაპარაკებლად. ველიკიე-რუსი მოიხსენიება არყის ქერქის № 675[1] და № 1005[2] წიგნებში[3].
1211 წელს ააშენეს ველიკოლუკის ციხესიმაგრე ნოვგოროდისა და ფსკოვის მისადგომების დასაცავად.
1406 წელს ქალაქის სახელწოდებას დაემატა სიტყვა ველიკიე. 1478 წლიდან ქალაქი, ისევე როგორც მთელი ნოვგოროდის მიწა, დაექვემდებარა მოსკოვის სამთავროს.
ლივონიის ომის დროს აქ განთავსებული იყო ივანე მრისხანის ბანაკი. 1580 წელს ქალაქი აიღო პოლონურ-ლიტვურმა ძალებმა მეფე სტეფანე ბატორის მეთაურობით. სამი წლის შემდეგ იამ-ზაპოლსკის ზავის მიხედვით დაუბრუნდა რუსეთს. ველიკიე-ლუკი ძლიერ დაზარალდა რუსეთში მიმდინარე არეულობის ხანაში. 1727 წლიდან ნოვგოროდის გუბერნიის ველიკოლუკის პროვინციის ცენტრია.
XVIII საუკუნეში ქალაქზე გაიარა ბელორუსის სახელმწიფო გზატკეცილმა. XIX საუკუნის ბოლოს ქალაქზე გადიოდა საფოსტო გზა. 1901 წელს ქალაქში მოსკოვი-რჟევი-რიგა-ვინდავის რკინიგზის ხაზმაც გაიარა.
დიდი სამამულო ომის დროს ბრძოლები ველიკიე-ლუკის განთავისუფლებისთვის იმდენად სასტიკი იყო, რომ ქალაქს მეტსახელად „მცირე სტალინგრადიც“ კი უწოდეს. ომის შემდეგ ქალაქში საბჭოთა კავშირის გმირის ალექსანდრე მატროსოვის მუზეუმი გახსნეს და ძეგლი დადგეს.
1944 წლის აგვისტოდან 1957 წლის ოქტომბრამდე იყო რსფსრ-ის ველიკოლუკის ოლქის ცენტრი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქალაქში ეკონომიკური და დემოგრაფიული კრიზისი დაიწყო. მოსახლეობა შემცირდა 23 %-ით. 2008 წელს მიენიჭა „საბრძოლო დიდების ქალაქის“ სტატუსი.
ჰავა ზომიერი კონტინენტურია, გრძელი, თოვლიანი ზამთრით და ზომიერად თბილი, ხშირად წვიმიანი ზაფხულით. მთელი წლის განმავლობაში ქრის სამხრეთის ქარი.
მუნიციპალური ერთეულების მოქმედი კანონი მიღებულია 2005 წლის 12 ივლისს ველიკიე-ლუკის მესამე მოწვევის საქალაქო დუმის მიერ. მისი მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სტრუქტურა ასეთია:
ველიკიე-ლუკის საქალაქო ოლქი არის ურბანიზებული ტერიტორია, რომელიც შედგება შერეული მრავალსართულიანი კვარტალებითა და ქალაქის გარეუბანში მდებარე მამულებით. ქალაქი იყოფა ოთხ მიკრორაიონად:
ქალაქის შემადგენლობაში შედის ასევე 12 ყოფილი სოფლის ტერიტორია. ქალაქ ველიკიე-ლუკის ისტორიის განმავლობაში, ქუჩების სახელები რამდენჯერმე შეიცვალა, ამ დროისთვის მათი რიცხვი სულ მცირე ორასია[4].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.