From Wikipedia, the free encyclopedia
ვაშლატამა — შეუბუსავი ატმების ჯგუფი. ცნობილია აგრეთვე ნექტარინების სახელით. საქართველოში გვხვდება საკარმიდამო ნაკვეთებზე და საკოლექციო ნარგაობებში. ჯგუფი მოიცავს მრავალ ჯიშს, ნაყოფი ლამაზია, გლუვკანიანი, რბილობი — თეთრი ან ყვითელი, აქვს შეზრდილი ან თავისუფალი კურკა.
ატმის და ვაშლატამას მწარმოებელი უდიდესი 10 ქვეყანა 2010 (მილიონი ტონა) | ||
---|---|---|
ქვეყანა | წარმოება (მილიონი) | მოსავლიანობა (ჰექტარზე) |
ჩინეთი | 10.83 | 14.8 |
იტალია | 1.59 | 17.6 |
აშშ | 1.26 | 21.1 |
ესპანეთი | 1.13 | 15.5 |
საბერძნეთი | 0.64 | 17.3 |
თურქეთი | 0.53 | 18.6 |
ირანი | 0.5 | 11.1 |
ჩილე | 0.36 | 18.5 |
საფრანგეთი | 0.33 | 23.6 |
არგენტინა | 0.32 | 12 |
მსოფლიო მასშტაბით | 20.53 | 13.3 |
წყარო: Food & Agriculture Organization[1] |
ისტორიულად მნიშვნელოვანი მწარმოებლები არიან: ჩინეთი, ირანი და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები. შედარებით ახალი კულტურაა აშშ-ს სამი შტატისთვის — კალიფორნია, სამხრეთი კაროლინა,[2] და ჯორჯია[3], ატმის დიდი ოდენობით მოყვანის გამო ხშირად ჯორჯიას შტატს „ატმის შტატსაც“ უწოდებენ.[4]. რამდენიმე გენეტიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ ვაშლატამას წარმოშობა გენეტიკური ცვლილებების შედეგია, აღნიშნული სახეობის ატმებში გლუვი კანის გენების სიჭარბე განაპირობებს ვაშლატამას კანის სიგულვეს.[5] ვაშლატამას ხშირად ამყნობენ ჩვეულებრივი ატმის საძირე ხეებზე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.