საქონლის ინფექციური დაავადება From Wikipedia, the free encyclopedia
ემფიზემატოზური კარბუნკული, ემკარი, ჭრიჭინა[1] — მწვავე ინფექციური დაავადება კლოსტრიდიოზების ჯგუფიდან. ძირითადად ავადდება მსხვილი რქოსანი საქონლის მოზარდეული. ხასიათდება კუნთოვან ქსოვილში კრეპიტაციული (პალპაციისას გამოსცემს ტკაცუნა, ჭრიჭინა ხმას) შეშუპებების წარმოქმნითა და მაღალი ლეტალობით. დაავადება ენზოოტიურია განსაზღვრული ტერიტორიებისათვის, რაც განპირობებულია ნიადაგში გამომწვევის სპორების ხანგრძლივი შენარჩუნებით. ინფექციის გამომწვევის წყაროა დაავადებული ცხოველები და მძორები. დასნებოვნება ხდება ალიმენტური გზით და დაზიანებული კანის მეშვეობით. დიაგნოზი ისმება ბაქტერიოლოგიური გამოკვლევისა და ბიოსინჯის საფუძველზე. მკურნალობისას დაავადების საწყის სტადიაზე იყენებენ ანტიბიოტიკებს. პროფილაქტიკა: საძოვარზე გარეკვამდე 2 კვირით ადრე ვაქცინაცია; დაავადების გაჩენის შემთხვევაში — კარანტინი, დაღუპული საქონლის მძორების დაწვა, დეზინფექცია და სხვ. დაავადებული საქონლის სახორცედ დაკვლა და მძორიდან ტყავის აცლა აკრძალულია.[2]
ემფიზემატოზური კარბუნკული | |
---|---|
სხვა სახელები | ემკარი, ჭრიჭინა |
ხბო დაზიანებული ადგილის გაკვეთისა და ნეკროზული ქსოვილების მოშორების შემდეგ | |
სიმპტომები | კრეპიტაციული შეშუპებები |
გამომწვევი | Clostridium-ის გვარის ბაქტერიები |
დიაგნოსტიკა | ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა და ბიოსინჯი |
პროფილაქტიკა | ვაქცინაცია, კარანტინი, დაღუპული საქონლის დაწვა, დეზინფექცია |
სამკურნალო საშუალება | ანტიბიოტიკები |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.