დაბა საქართველოში, თბილისის სამგორის რაიონის დაქვემდებარეობაში მყოფი From Wikipedia, the free encyclopedia
დიდი ლილო — დაბა თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სამგორის რაიონში. მდებარეობს ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 800 მ-ზე.
დაბა | |
---|---|
დიდი ლილო | |
ქვეყანა | საქართველო |
მუნიციპალიტეტი | თბილისი |
რაიონი | სამგორი |
კოორდინატები | 41°44′11″ ჩ. გ. 44°57′57″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 800 მ |
მოსახლეობა | 2417 კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 97,2 % ეზიდები 1,1 % სომხები 0,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დიდი ლილო მეზობელ სოფ. პატარა ლილოსთან ერთად ისტორიულად ცნობილი იყო ლილოს სახელწოდებით (პირველად მოიხსენიება XVII საუკუნის წყაროებში).
საბჭოთა პერიოდში დიდ ლილოში მოქმედებდა მევენახეობის და სატყეო მეურნეობები, საავადმყოფო. დაბის სტატუსი მიენიჭა 1974 წელს. 2007 წლამდე ექვემდებარებოდა გარდაბნის მუნიციპალიტეტს და იყო თემის ცენტრი (თავდაპირველად სოფლები: ვარკეთილი და პატარა ლილო, შემდგომში აგრეთვე წინუბანი და ნასაგური), 2007 წლიდან — თბილისის მუნიციპალიტეტის საზღვრებშია.
დაბაში არის ღვთისმშობლის ეკლესია, წმ. გიორგის სალოცავი, „ერეკლეს წყარო". მის ტერიტორიაზე გადის ისტორიული სარწყავი არხი.
2014 წლის აღწერის მონაცემებით დაბაში ცხოვრობს 2417 კაცი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.