დევი — ბოროტი სული ქართულ მითოლოგიასა და ფოლკლორში. დევები თმით დაფარული ზოომორფული არსებები არიან რქებით და მრავალი თავით (სამიდან ასამდე). თავების რიცხვის ზრდასთან ერთად მათი ძალაც მატულობს. მოკვეთილი თავის ადგილზე ახალი ამოდის. დევები მიწისქვეშეთში ცხოვრობენ, მაგრამ შეიძლება მიწაზეც ცხოვრობდნენ და სასახლეებსა და სიმდიდრესაც ფლობდნენ. ჩვეულებრივ, ერთად ცხოვრობს შვიდი-ცხრა ძმა დევი. დევები მესაქონლეობას და ნადირობას მისდევენ, იტაცებენ და ატყვევებენ ლამაზ ქალებს. საქართველოს მთიელებში დევი მჩაგვრელის და დამმონებლის სინონიმის როლში გვევლინება, მათ ებრძვიან ადგილობრივი ღვთაებები. დევების ქალური პერსონიფიკაციები ნაკლებად ბოროტები არიან, ისინი იფარებენ მომხდურებს და იცავენ მათ თავისი კაციჭამია შვილებისაგან.
დევი აგრეთვე, ქართული ხალხური ზღაპრების პოპულარული პერსონაჟი, ადამიანის მსგავსი ფანტატისკური არსება, ტანად დიდი და ღონიერი, ზოგჯერ მრავალთავიანი. განასახიერებს უმთავრესად ბოროტ ძალას. დევი მზეთუახავებს იტაცებს და ქვესკნელში ან ზესკნელში მალავს. ბევრი ზღაპრის გმირი გონებაჩლუნგ დევს ჯაბნის და კლავს.
ქართულში დამკვიდრებული სიტყვა „დევი“ ინდოევროპული წარმოშობისა უნდა იყოს. ავესტურში გვხვდება daēuua და და მას ბოროტი ღვთაების მნიშვნელობა აქვს[1]. ამავე სიტყვას ვხვდებით სანსკრიტში „დევა“ (სანსკრ. देव). აქ ეს სიტყვა ღვთაებრივის შინაარსისაა და გამოიყენება ინდუიზმის კეთილი ღვთაებების აღსანიშნავად[2]. ინდურ მითოლოგიაში დევებს ასურები უპირისპირდებიან. შებრუნებული ვითარებაა ზოროასტრიზმში, აქ კეთილი ღვთაებანი არიან აჰურები (შდრ. სანსკრიტის „ასურა“), ხოლო ბოროტი - დევები[1]. ამასთან, ქართული „დევი“ სახელობითი ბრუნვის ნიშნის გამო ემსგავსება სანსკრიტის „დევი“-ს (სანსკრ. देवी), რაც სანსკრიტში მდედრობითი სქესის სიტყვაა და ქალღმერთთა აღსანიშნავად გამოიყენება (მაგალითად, პარვატი, ლაკშმი, კალი და სხვა)[2].
- ბაყბაყ-დევი
- ბეღელა
- საცერა
- თვალსაცერა
- დოლაბა
- თავდოლაბა
- ცალრქა
- ჩაჩავა მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.
- კიკნაძე ზ., ქართული მითოლოგია, თბილისი: ბაკმი, 2007. — გვ. 69-70, ISBN 978-99940-27-10-1.
- ჩაჩავა მ., სპარსულ-ქართული ფოლკლორული ურთიერთობიდან, კრ.: ლიტერატურული ურთიერთობანი, [ტ.] 3, თბ., 1972;
- ოჩიაური თ., მითოლოგიური გადმოცემები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, თბ., 1967;
- ჩიქოვანი მ., მიჯაჭვული ამირანი, თბ., 1947.
- დევები — Saunje.ge
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.