ქართველი ფეხბურთის მწვრთნელი From Wikipedia, the free encyclopedia
დავით თაქთაქიშვილი (დ. 29 ოქტომბერი, 1994, თბილისი, საქართველო) — ქართველი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა მეკარის პოზიციაზე. იცავდა საქართველოს ფუტსალის უმაღლესი ლიგის მონაწილე საფეხბურთო კლუბ თბილისის „გრანდის“ ღირსებას.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | დავით თაქთაქიშვილი | ||
დაბადების თარიღი | 29 ოქტომბერი, 1994 | ||
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველო | ||
სიმაღლე | 185 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მეკარე | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2006–2008 | თბილისი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2014 | გრანდი თბილისი | ? | (?) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
2014 | სასკო თბილისი (ასისტენტი) | ||
2014 | მარკ სტარზი | ||
2015 | ბახტრიონი ახმეტა | ||
2016 | თბილისი | ||
2016–2018 | მარკ სტარზი (დირექტორი) | ||
2018–2021 | დინამო სოხუმი | ||
2021 | დინამო სოხუმი (გენ. დირექტორი) | ||
2021– | დინამო სოხუმი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
სამწვრთნელო საქმიანობის დაწყების შემდეგ სხვადასხვა დროს მუშაობდა „სასკო“ თბილისის მთავარი მწვრთნელის ასისტენტად, „მარკ სტარზის“, ახმეტის „ბახტრიონისა“ და საფეხბურთო კლუბ „თბილისის“ მთავარ მწვრთნელად. 2018–2021 წლებში იყო საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის მონაწილე საფეხბურთო კლუბ სოხუმის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი.[1][2][3][4][5][6][7][8] 2021 წლის 14 იანვრიდან აპრილის მეორე ნახევრამდე ამავე კლუბის გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა. 2021 წლის აპრილის ბოლოდან კვლავ სოხუმის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელია.
დავით თაქთაქიშვილმა სამწვრთნელო საქმიანობა 2014 წელს „სასკო“ თბილისის მთავარი მწვრთნელის ასისტენტად დაიწყო.[9] იმავე წლის დეკემბრიდან „მარკ სტარზის“ მთავარი მწვრთნელი ხდება. მისი ხელმძღვანელობით გუნდი რამაზ შენგელიას სახელობის თასის ფინალში გადის. 2015 წლის გაზაფხულიდან ახმეტის „ბახტრიონში“ აგრძელებს მუშაობას. 2016 წლიდან საფეხბურთო კლუბ „თბილისის“ მთავარი მწვრთნელია. 2016–2018 წლებში „მარკ სტარზის“ სპორტულ დირექტორად მუშაობს.
2017 წელს მის მიერ მომზადებულმა მზრუნველობამოკლებული, სოციალურად დაუცველი და დევნილი ბავშვებისგან დაკომპლექტებულმა საქართველოს ბავშვთა საფეხბურთო ნაკრებმა მოსკოვის საერთაშორისო ფესტივალზე მიიღო მონაწილეობა, სადაც მე-4 ადგილი დაიკავა. დავით თაქთაქიშვილის გაწვრთნილმა საქართველოს ბავშვთა ნაკრებმა ჩემპიონატი ისე ჩაატარა, რომ გოლი არ გაუშვია. ქართველმა ბავშვებმა ჯგუფურ ეტაპზე ერთი შეხვედრა ფრედ (0–0) დაასრულეს, ხოლო ორ შეხვედრაში ერთნაირი ანგარიშით (1–0) გაიმარჯვეს — მათ შორის, ალეკო ანანიძის გოლით ბრაზილიის ბავშვთა ნაკრებთან.[10] ნახევარფინალურ ჯგუფში ლატვიის ბავშვთა ნაკრებს მოუგეს (3–0) და მხოლოდ პენალტების სერიაში დათმეს შეხვედრა მასპინძელ რუსეთის ბავშვთა ნაკრებთან (1–2). საბოლოოდ, გუნდი მე-4 ადგილზე გავიდა. ტურნირის საუკეთესო მეკარე საბა საბიაშვილი გახდა, ხოლო საუკეთესო მცველი — ალეკო ანანიძე.[11]
2018 წლიდან „დინამო“ სოხუმის მთავარ მწვრთნელად ინიშნება. კლუბსა და მწვრთნელს შორის კონტრაქტი 2020 წლის 31 დეკემბრამდე გაფორმდა.[1][2][3][4][5][6][7][8][12]
დავით თაქთაქიშვილის ხელმძღვანელობით გუნდმა ორი სეზონი ჩაატარა, რომლის განმავლობაში სოხუმის „დინამომ“ 58 ოფიციალური მატჩი გამართა. აქედან 27 შეხვედრაში გაიმარჯვება მოიპოვა, 20 შეხვედრა დათმო, ხოლო 11 მატჩი ფრედ დაასრულა.
2020 წლიდან დავით თაქთაქიშვილი კლუბში გენერალური დირექტორის პოზიციასაც ითავსებს. ამავე წლიდან „დინამო“ სოხუმის ქალთა საფეხბურთო გუნდის მთავარ მწვრთნელად ინიშნება, რომელიც საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობს. მის სახელს უკავშირდება, აგრეთვე, კლუბში საფეხბურთო აკადემიის ჩამოყალიბება და საქართველოს ისტორიაში პირველი ქალთა საფეხბურთო აკადემიის შექმნა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.