გიორგი (გურგელი) სიმონის ძე ეგნატაშვილი (დ. 12 მარტი, 1885, თბილისი — გ. 16 იანვარი, 1962, იქვე) — ქართველი ტანმოვარჯიშე, საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1936),[1] საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი, საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი. კაზაკ იგნატიევის შთამომავალი.[2]
გიორგი ეგნატაშვილი | |
---|---|
სრული სახელი | გიორგი სიმონის ძე ეგნატაშვილი |
ქვეყანა (სპორტი) | საბჭოთა კავშირი |
დაიბადა |
12 მარტი, 1885 ტფილისი, რუსეთის იმპერია |
გარდაიცვალა |
16 იანვარი, 1962 (76 წლის) თბილისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი |
დისციპლინა | სპორტული ტანვარჯიში |
გუნდი |
„სოკოლი“ „შევარდენი“ |
კოლეჯი | პრაღის „სოკოლის“ ტანვარჯიშის უმაღლესი კურსები |
თავისი მოღვაწეობა დაიწყო ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის გარიჟრაჟზე, თავიდან როგორც მოქმედმა სპორტსმენმა, შემდეგ კი როგორც სპორტისა და ფიზკულტურული მოძრაობის ორგანიზატორმა. მან 1909 წელს დაამთავრა პრაღის უმაღლესი სატანვარჯიშო კურსები და დაიწყო მასწავლებლობა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში. 1907 და 1912 წლებში გამართულ სპორტსაზოგადოება „სოკოლის“ მსოფლიო შეკრებებზე თბილისის გუნდმა, რომელშიც გ. ეგნატეშვილიც შედიოდა, ჯერ მეორე და შემდეგ პირველი ადგილები დაიკავა. ეს იყო ჩვენი ტანვარჯიშული სკოლის უდავო წარმატება, რომელშიც ფასდაუდებელია გ. ეგნატაშვილის წვლილი, რადგან ამ დროისათვის იგი აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა.
გ. ეგნატაშვილი 1918–1937 წლებში ხელმძღვანელობდა მოსწავლე ახალგაზრდობის ფიზიკურ აღზრდას თბილისის სკოლებში, 1937–1941 წლებში განაგებდა ტანვარჯიშის კათედრას ფიზკულტურის ინსტიტუტში. მომდევნო წლებში, ჯერ თბილისის უნივერსიტეტის, შემდეგ საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფიზიკური აღზრდის უფროსი მასწავლებელია.
გ. ეგნატაშვილი იყო საზოგადოება „შევარდენის“ ერთ-ერთი დამაარსებელი და მეთაური. გიორგი ეგნატაშვილის სახელს ატარებს თბილისის განთლების განყოფილების ბავშვთა და მოზარდთა ცენტრალური სავარჯიშო სკოლა. დაჯილდოვებული იყო შრომის წითელი დროშის ორდენით.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
- ბაბუნაშვილი, ზაურ; ნოზაძე, თეიმურაზ., მამულიშვილთა სავანე : დიდუბის პანთეონი, თბ.: ირმისა, 1994. — გვ. 131. 449 გვ.
- ბერიშვილი, ელგუჯა., ქართული სპორტის ოქროს წიგნი, თბ.: პალიტრა L, 2013. — გვ. 169. 371 გვ.
- გიორგი ეგნატაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გიორგი ეგნატაშვილი — ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გიორგი ეგნატაშვილი — ქართული სპორტი
- გიორგი ეგნატაშვილი — ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.