From Wikipedia, the free encyclopedia
გაგაემაუგა (სამოური ენა — Gaga'emauga) — სამოას ადმინისტრაციული ცენტრი. ოლქი ძირითადად მდებარეობს კუნძულ სავაის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ასევე არსებობს პატარა ანკლავები კუნძულ უპოლუზე — ლეაუვაა და სალამუმუ. ოლქის საერთო ფართობია — 223 კმ². ოლქის მოსახლეობის რაოდენობა 2011 წლის აღწერის მონაცემებით შეადგენს — 7757 ადამიანს[1]. ადმინისტრაციული ცენტრია — სოფელი სალეაულა.
ოლქი | |
---|---|
გაგაემაუგა სამოური ენა — Gaga'emauga | |
ქვეყანა | სამოა |
კოორდინატები | 13°30′00″ ს. გ. 172°15′00″ დ. გ. |
ფართობი | 223 კმ² |
მოსახლეობა | 7757 კაცი (2011) |
სიმჭიდროვე | 34,78 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+13]] |
ოლქის დასახელება სამოური ენიდან ითარგმნება, როგორც «მთების ახლო მხარე». ოლქის ბელადები სხდომებს ატარებენ ვაიტუუტუუ მალაეში ადმინისტრაციულ ცენტრ — სალეაულაში.
სალეაულას უხუცესები მხარს უჭერენ ტრადიციულ ურთიერთობას საფოტულაფაისთან (ოლქი ფაასალელეაგა), რომლებიც მონაწილეობენ ლეტუფუგას ტიტულის მფლობელის არჩევაში.
კუნძულ უპოლუზე მდებარე ოლქის ნაწილები, ჩამოყალიბდნენ მატავანუს ვულკანის ამოფრქვევის შედეგად. ლავის ნაკადებმა თავის გზაზე გაანადგურეს სოფლები, ისინი გადააქციეს ლავის მინდვრებად, რომლებიც დღესაც კი ჩანს. ამ რაიონების მოსახლეობა გადაასახლეს კუნძულ უპოლუზე, სადაც დაარსდნენ სოფლები ლეაუვაა და სალამუმუ. გადასახლების მიუხედავად, მათ შეინარჩუნეს ტრადიციული კავშირი გაგაემაუგას ოლქთან.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.