From Wikipedia, the free encyclopedia
ბელოვარი (ხორვატ. Bjelovar) — ქალაქი ცენტრალურ ხორვატიაში. ბელოვარ-ბილოგორას ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. 2011 წლის აღწერის მიხედვით, ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 40,276 ადამიანს, რომლის 91.25% ხორვატი იყო.[1]
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ბელოვარი Bjelovar | |||||
| |||||
ქვეყანა | ხორვატია | ||||
ოლქი | ბელოვარ-ბილოგორა | ||||
შიდა დაყოფა | ბელოვარ-ბილოგორა | ||||
კოორდინატები | 45°54′00″ ჩ. გ. 16°50′00″ ა. გ. | ||||
დაარსდა | 1756 | ||||
ფართობი | 191,9 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 135±1 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 40,276 კაცი (2011) | ||||
სიმჭიდროვე | 210 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 | ||||
სატელეფონო კოდი | 043 | ||||
საფოსტო ინდექსი | 43000 | ||||
საავტომობილო კოდი | BJ | ||||
ოფიციალური საიტი | bjelovar.hr | ||||
ბელოვარი წყაროებში პირველად 1413 წელს მოიხსენიება, თუმცა მნიშვნელობა მხოლოდ 1756 წელს შეიძინა, მას შემდეგ, რაც იმპერატრიცა მარია ტერეზიას ბრძანებით აქ ახალი სიმაგრე აშენდა. ქალაქის თავდაპირველ დანიშნულებას ცენტრალური ხორვატიის ოსმალების შემოსევებისაგან დაცვა წარმოადგენდა.
ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობას წმინდა ტერეზას ბაროკოს სტილის ტაძარი წარმოადგენს, რომელიც 1772 წელსაა აგებული. 2009 წლის დეკემბერში ტაძარს ეპარქიული კათედრალის სტატუსი მიენიჭა.[2][3][4]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.