From Wikipedia, the free encyclopedia
ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტი (ბელარ. Прэзідэнт Рэспублікі Беларусь) — არის სახელმწიფოს მეთაური, ბელარუსის რესპუბლიკის კონსტიტუციის გარანტი, ასევე ბელარუსის მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლების გარანტი. ის წარმოადგენს ბელარუსს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში.
ბელარუსის პრეზიდენტი ბელარ. Прэзідэнт Рэспублікі Беларусь | |
---|---|
ბელარუსის პრეზიდენტის შტანდარტი | |
მიმართვის სტილი | მისი უდიდებულესობა |
რეზიდენცია | თავისუფლების სასახლე |
ვადის ხანგრძლივობა | 5 წელი |
დაარსდა | 10 ივლისი, 1994 |
პირველი თანამდებობაზე | ალექსანდრე ლუკაშენკო |
საიტი | http://president.gov.by/en/ |
ბელარუსის პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს მოქალაქე (დაბადებით ბელარუსში), მინიმუმ 35 წლის, ასევე ხმის მიცემის უფლების მქონე, რომელიც ცხოვრობს მინიმუმ ათი წელი არჩევნებამდე ბელარუსში.
ბელარუსის პრეზიდენტი აირჩევა 5 წლით.
1990-1991 წლებში, ბელარუსის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი განიხილავდა იდეას, სადაც უნდა შემოეღოთ ბელარუსში პრეზიდენტის პოსტი.[1]
პირველი საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში ჩატარდა 23 ივნისს (პირველი ტური) და 10 ივლისს 1994 წელს (მეორე ტური), ამავე დროს შევიდა პირველი ცვლილება კონსტიტუციაში, სადაც ნებადართულ იქნა არჩევნებში მონაწილეობა მიეღოთ 35 წლის კანდიდატებს (ადრე 40). არჩევნებში მონაწილეობას იღებდა 6 კანდიდატი. პირველ ტურში სამივე ლიდერმა გაიმარჯვა ალექსანდრე ლუკაშენკო — 44,82%, ვიაჩესლავ კებიჩი — 17,32%, ზენონ პოზნიაკი — 12.82%. მეორე ტურში ხმების 80%-ით მოიგო ალექსანდრე ლუკაშენკომ.
სურათი | სახელი | უფლებამოსილების დაწყება | უფლებამოსილების დამთავრება | |
---|---|---|---|---|
1. | ალექსანდრე ლუკაშენკო | 20 ივლისი 1994 | დღემდე |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.