ბაუმკუხენი (გერმ. Baumkuchen) — გერმანული ნამცხვარი, რომელიც ამასთანავე მიიჩნევა უამრავი სხვა ევროპის ქვეყნის ტრადიციული საკონდიტრო ნაწარმად და ძალიან პოპულარულია იაპონიაშიც. ამ დესერტისთვის დამახასიათებელია მრგვალი ფორმა, მისი ნაჭრები კი გადაჭრილ ხეს წააგავს, რგოლებით. ტორტის გერმანული სახელიც სწორედ აქედან მოდის, "Baumkuchen" სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც "ხის ნამცხვარი".[1]

Thumb
ბაუმკუხენი დრესდენში

ისტორია

ბაუმკუხენის წარმოშობა დავის საგანია. ბავარიის რეგიონის მიხედვით, ბაუმკუხენი შეიქმნა XIX საუკუნეში, ბავარიაში.[2] სხვა მოსაზრების თანახმად, ამ ნამცხვარს სათავე აქვს უნგრეთში, კონკრეტულად უნგრულ საქორწილო ტორტში. ის უძველესი უნგრული საკონდიტრო ნაწარმიდან, kürtőskalács-დან (ბუხრის ნამცხვარი) მოდის. ბაუმკუხენის რეცეპტი პირველად ჩნდება Ein new Kochbuch-ში (სიტყვასიტყვით "ახალი მზარეულის წიგნი"), რომელიც გამოქვეყნდა 1581 წელს და ეს იყო პირველი რეცეპტების წიგნი დაწერილი პროფესიონალი შეფებისთვის, რომლის ავტორია მარქს რუმპოლტი. მარქს რუმპოლტი წიგნის გამოქვეყნებამდე მუშაობდა შეფ-მზარეულად უნგრეთში და ბოჰემიაში. 1682 წელს იოჰან სიგიზმუნდ ელშოლცის ექიმმა მოამზადა მსგავსი დესერტი.

უახლესი ისტორიის გარდა, ბაუმკუხენი ასევე ცნობილი იყო ძველ საბერძნეთში და მოგვიანებით, რომში. რომაელმა დამპყრობლებმა კი ხის მორებზე წამოცმული ნამცხვრების ღია ცეცხლზე ცხობის მეთოდი გაავრცელეს დღევანდელ გერმანიასა და მის შემოგარენში.[3]

დახასიათება

Thumb
ბაუმკუხენის ნაჭრის ზოლები

ამ დესერტის მომზადება საკმაოდ დიდ დროსა და ინტენსიურ შრომას ითხოვს, შესაბამისად, მისი ფასიც საკმაოდ მაღალია. ის მზადდება შამფურის მსგავს, მაგრამ უფრო სქელ, მრგვალ ინსტრუმენტზე. მასზე ამატებენ თხელ ცომის ფენას, რეგულარულად ატრიალიებენ შამფურს და ამ პროცესში ამატებენ დანარჩენ ცომისს ფენებსასც.[4] ტრადიციულად, მას ხის ცეცხლზე ამზადებენ. საჭიროა ცომის თითოეული ფენის გაშრობა მეორეს დამატებამდე. დასრულებული ნამცხვრის ნაჭრებს უჩნდებათ ზოლები, რომლებიც ერთმანეთისგან ოქროსფერი ხაზებით გამოიყოფა. ეს ხაზები გაიგივებულია გადაჭრილ ხეზე არსებულ ასაკის რგოლებთან. ტიპური ბაუმკუხენი შედგება 15–20 ცომის ფენისგან. განსაკუთრებით ნიჭიერი მზარეულები ან დესერტს 25 ფენით აკეთებენ, რომლლის წონაც დაახლოებით 50 ჯგ-ს აღწევს. ხანდახან, მისი სიგრძე ერთ მეტრსაც აღწევს.

მომზადება

Thumb
მომზადების პროცესი

ბაუმკუხენის ინგრედიენტებია: კარაქი, კვერცხი, შაქარი, ვანილი, მარილი და ფქვილი. საფუარი ტრადიციულად არ გამოიყენება. ფქვილის, კარაქისა და კვერცხის თანაფარდობა, შესაბამისად, 1:1:2-ია (100 გრამი ფქვილი, 100 გრამი კარაქი და 200 გრამი კვერცხი). რეცეპტის შეცვლა შესაძლებელია სხვა ინგრედიენტების, მაგალითად დაფქვილი კაკლის, თაფლის, რომის ან კონიაკის დამატება ცომში. ბაუმკუჩენი შეიძლება დაფარული იყოს შაქრით ან შოკოლადის მინანქრით. ზოგიერთი რეცეპტით სრულად გამომცხვარი და გაცივებული ბაუმკუჩენი ჯერ მარმელადით ან ჯემით იფარება, შემდეგ კი შოკოლადით.

Thumb
Baumkuchenspitzen

Baumkuchenspitzen

Baumkuchenspitzen ქართულად ნიშნავს "ხის ტორტის კუთხეს" და წარმოადგენს ბაუმკუხენის მინიატურულ ვარიანტს. ისინი მზადდება ბაუმკუხენის 2-ჯერ დაჭრით, დაფარულია შოკოლადით და ინდივიდუალურად იყიდება.

იაპონიაში

ბაუმკუხენი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საკონდიტრო ნაწარმია იაპონიაში, სადაც მას bāmukūhen-ს (バームクーヘン) უწოდებენ. ეს არის პოპულარული დესერტია ქორწილის სტუმრებისთვის, მისი ბეჭდის მსგავსი ფორმის გამო. [5]

პირველად იაპონიაში ნამცხვარი შემოიტანა გერმანელმა კარლ ჯოზეფ ვილჰელმ იუხჰემმა. პირველი მსოფლიო ომის დროს იუკჰემი იმყოფებოდა ჩინეთის ქალაქ ცინდაოში, როდესაც ბრიტანეთმა და იაპონიამ ალყა შემოარტყეს მას, ის და მისი მეუღლე გადაიყვანეს ოკინავაში.[6] იუხჰემმა დაიწყო ტრადიციული საკონდიტრო ნაწარმის დამზადება და გაყიდვა ჰიროშიმაში 1919 წელს. მან ასევე გახსნა საცხობი, რომელიც, სამწუხაროდ, მიწისძვრამ გაანადგურა. მეორე მსოფლიო ომამდე ის გარდაიცვალა, მაგრამ მისი ცოლი დაბრუნდა იაპონიაში და იუხჰემის სახელის მქონე საცხობის ქსელის დაარსებას შეუწყო ხელი. ამან ეს დესერტი კიდევ უფრო გაავრცელა მთელი იაპონისს გარშემო.

სხვა ქვეყნებში

Thumb
პოლონური Sękacz
  • ავსტრია - ბაუმკუჩენი ცნობილია როგორც Prügelkrapfen;
  • ჩეხეთი - Trdelnik;
  • საფრანგეთი - Gâteau à la broche;
  • ლუქსემბურგი - აქ ამ ნამცხვარს ძირითადად მხოლოდ განსაკუთრებულ დღეებზე, მაგ. ქორწილზე და ნათლობაზე ჭამენ.
  • პოლონეთი - Sękacz;
  • ლიტვა - otakotis ან Raguolis;
  • შვედეთი - Spettekaka;
  • უნგრეთი და რუმინეთი - Kürtőskalács;
  • სლოვაკეთი - Skalický trdelník;
  • თურქეთი - Makara tatlıs;
  • ინდონეზია - Spekkoek (kue lapis legit ან spekuk);

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.