From Wikipedia, the free encyclopedia
ასარხადონი (აქადური: აშურ-ახე-იდდინნა "აშური ძმად მეკუთვნის"; არამეული: ܐܵܫܘܿܪ ܐܵܗܐܹ ܐܝܼܕܝܼܢܵܐ; ებრ. אֵסַר חַדֹּן;[1] ძვ. ბერძნ. Ασαραδδων;[2] ლათ. Asor Haddan[2]) — ასურეთის მეფე ძვ. წ. 680-ძვ. წ. 669 წლებში. გამეფდა სამოქალაქო ომის შედეგად. საშინაო პოლიტიკაში ეყრდნობოდა ვაჭრებს, ქურუმებს. აღადგინა თავისი მამის სინახერიბის მიერ დანგრეული ბაბილონი. მსხვილ სავაჭრო-კულტურულ ცენტრებს დაუბრუნა პრივილეგიები და გადასახადებისაგან გაატავისუფლა. წარმატებით ეწეოდა დაპყრობით პოლიტიკას. ასურეთს კვლავ დაუმორჩილა სირია, პალესტინა, ფინიკია, დაიპყრო ეგვიპტე (ძვ. წ. 675-ძვ. წ. 671). ასარხადონს ბრძოლები ჰქონდა არამეულ, ირანულ და იმიერკავკასიიდან შემოსეულ ტომებთან. პირველი ცნობები ასურეთის ახალი მტრების — კომერიელების და სკვითების შესახებ შემონახულია ასარხადონის წარწერებში. ასარხადონმა თავისი სამფლობელო ორ შვილს გაუყო: ასურეთი ასურბანიფალს არგუნა, ბაბილონი — შამაშმუქუნს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.