From Wikipedia, the free encyclopedia
არიული რასა — მე-19 და მე-20 საუკუნეების ერთ-ერთი ნავარაუდევი რასობრივი ჯგუფის სახელწოდება. ამ ტერმინით ძირითადად აღიწერებოდნენ ევროპისა და დასავლეთი აზიის მკვიდრი ხალხები. იდეა მომდინარეობს პროტო-ინდოევროპელი ხალხების თეორიიდან და იმ მოსაზრებიდან, რომ დღესდღეობით მათი სუფთა სისხლის შთამომავლები, კავკასოიდური რასის ყველაზე მეტად გამორჩეულ და განსაკუთრებულ ქვერასას ქმნიან.[1]
თავდაპირველად იგი იყო ეთნო-ლინგვისტური კლასიფიკაციის ერთ-ერთი მაგალითი. მეცხრამეტე საუკუნის მიწურულიდან მოყოლებული მან დასაბამი მისცა მეცნიერულ რასიალიზმს, რომლის მხარდამჭერებმაც შექმნეს იდეოლოგიურად მოტივირებული დოქტრინები, შემდგომში გამოყენებული ნაციონალ-სოციალისტების მიერ. არიანიზმმა განავითარა რასობრივი მოძღვრება, რომელიც არიულ რასას დაწინაურებულ რასად მიიჩნევდა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.