From Wikipedia, the free encyclopedia
ანტონიო აბეტი (იტალ. Antonio Abetti; დ. 19 ივნისი 1846 — გ. 20 თებერვალი 1928) — იტალიელი ასტრონომი.
ანტონიო აბეტი | |
---|---|
იტალ. Antonio Abetti | |
დაბ. თარიღი | 19 ივნისი, 1846[1] [2] |
დაბ. ადგილი | Šempeter pri Gorici[3] |
გარდ. თარიღი | 20 თებერვალი, 1928[1] [2] (81 წლის) |
გარდ. ადგილი | არჩეტრი[3] |
მოქალაქეობა | იტალიის სამეფო |
საქმიანობა | ასტრონომი, ფიზიკოსი და ინჟინერი |
მუშაობის ადგილი | არჩეტრის ობსერვატორია, პადუის უნივერსიტეტი და ფლორენციის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | პადუის უნივერსიტეტი |
შვილ(ებ)ი | ჯორჯო აბეტი |
ანტონიო აბეტი დაიბადა პიეტრო-დი-გორიციაში (სლოვენ. Šempeter pri Gorici). 1867 წელს მიიღო ხარისხი მათემატიკასა და საინჟინრო საქმეში პადუას უნივერსიტეტში, თუმცა მომდევნო წელს მიატოვა საინჟინრო საქმიანობა, რათა თავისი თავი მიეძღვნა ასტრონომიისადმი).
1879 წელს დაქორწინდა ჯოვანა კოლბაჩინზე. მისი ორი ვაჟიშვილიდან უმცროსი, ჯორჯო აბეტი, ასევე გახდა ასტონომი.
1868—1893 წლებში მუშაობდა ასისტენტად პადუას ობსერვატორიაში.
1894 წელს გახდა არჩეტრის ობსერვატორიის დირექტორი, რომელიც მან გახადა ევროპაში ერთ-ერთ წამყვან ობსერვატორიად. იყო აგრეთვე ფლორენციის უნივერსიტეტის პროფესორი.
1921 წელს გავიდა პენსიაზე, მაგრამ კვლევითი სამუშაოები არ მიუტოვებია.
ჯერ კიდავ პადუაში მან განახორციელა მრავალი დაკვირვება ასტეროიდებზე, კომეტებსა და ვარსკვლავთა გადაფარვებზე.
1874 წელს მონაწილეობა მიიღო ინდოეთის ექსპედიციაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა პიეტრო ტაჩინი, და რომლის მიზანიც იყო სპექტროსკოპის დახმარებით ვენერის მიერ მზის დისკოზე გავლის დაკვირვება.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.