From Wikipedia, the free encyclopedia
აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთები დაკავშირებული ჩრდილოეთით დიდი კავკასიონის და დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით მცირე კავკასიონის სისტემასთან[1]. ქვეყნის ტერიტორიის რელიეფი მეტად მრავალფეროვანი და რთულია. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ძირითადი ოროგრაფიული ერთეულებია დიდი კავკასიონის, მცირე კავკასიონის და თალიშის მთის სისტემები, სამურ-დივიჩინის დაბლობი და მტკვრის დაბლობი.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შედის დიდი კავკასიონის მთათა სისტემის მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი.
დიდი კავკასიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში არის ორი მთა: ბაზარდუზუს მწვერვალი (4466 მეტრი), შაჰდაღის მწვერვალი (4243 მეტრი). სამხრეთ-დასავლეთით მთათა ქედები თანდათან მცირდება 1000-700 მეტრით[2].
მცირე კავკასიონი მოიცავს რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთ და დასავლეთ ნაწილებს, აქვს შედარებით დაბალი სიმაღლე და წარმოადგენს მთიან ტერიტორიას რთული აგებულებით. აქ მთავარი მთებია მუროვდაღი, შაჰდაღი. ყარაბაღის ზეგანი, რომელიც იწყება მუროვდაღის სამხრეთიდან მდინარე არაქსამდე, მდებარეობს მეოთხე პერიოდის ჩამქრალი ვულკანებისა და ლავების რკალისებრ კონუსებზე.
რესპუბლიკის უმაღლესი მთის მწვერვალია მწვერვალი ბაზარდუზუ, 4466 მეტრი სიმაღლით.
დიდი კავკასიონის უმაღლესი მთების სია | |
სიმაღლე (მ) | დასახელება |
4466 | ბაზარდუზუ
აზერ. Bazardüzü |
4243 | შაჰდაღი
აზერ. Şahdağ |
4206 | თუფანდაღი
აზერ. Tufandağ |
4126 | ბაზარიურდი
აზერ. Bazaryurd |
4116 | იარიდაღი
აზერ. Yarıdağ |
4079 | ჩარინდაღი
აზერ. Çarındağ |
4042 | ილჰამის მწვერვალი
აზერ. İlham zirvəsi |
4020 | რაგდანი
აზერ. Raqdan |
მცირე კავკასიონის უმაღლესი მთების სია | |
სიმაღლე (მ) | დასახელება |
3814 | ყაზანგიოლდაღი
აზერ. Qazangöldağ |
3754 | სარიდერე
აზერ. Sarıdərə dağı |
3724 | გამიში
აზერ. Gamışdağ |
3613 | დელიდაღი
აზერ. Dəlidağ |
3560 | დევებოინუ
აზერ. Dəvəboynu dağı |
3549 | გოშაბულაღი
აზერ. Qoşabulaq dağı |
3437 | ქათიდაღი
აზერ. Kəti dağı |
3367 | ჰინალდაღი
აზერ. Hinaldağ |
3364 | ალინჯა
აზერ. Əlincə dağı |
ადმინისტრაციულად, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თალიშის მთები განლაგებულია აზერბაიჯანის ასტარის, ლენქორანის, ლერიქის, მასალის, იარდიმლისა და ჯალილაბადის რაიონებში, აგრეთვე ირანის ნამინის, ასტარას, ფუმანის, მასალის, კოლურის და მასულის შაჰრეტანებში[3].
თალიშის მთების ყველაზე მაღალი მთებია ქომურგოი 2493 მ და ყიზიურდუ 2433 მ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.