ადამსტაუნი (ინგლ. Adamstown; ირლ. Baile Adaim[Baile Adáim]— „Baile Ádaim“) — გარეუბანი ირლანდიაში, მდებარეობს სამხრეთ დუბლინის საგრაფოში (ლენსტერის პროვინცია). გარეუბანი მდებარეობს დუბლინის ცენტრიდან 16 კმ-ში ლუკანთან[1].

სწრაფი ფაქტები გარეუბანი, ქვეყანა ...
დახურვა

ადამსტაუნი დააარსეს 2001 წელს სამხრეთ დუბლინის საგრაფოს განვითარების პროექტის მიხედვით, რომელიც შეიმუშავეს 1998 წელს. რაიონი წარმოადგენს განვითარების სტრატეგიულ ზონას. საბოლოო გეგმა რაიონის განვითარებისა მიიღეს 2003 წლის სექტემბერში[2]. გეგმის მიხედვით, გარეუბანი უნდა შედგებოდეს 12 რაიონისგან, რომლებსაც განსხვავებული დიზაინი ექნება. ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები სამ რაიონში (Adamstown Castle, The Paddocks, Adamstown Square), აშენებულია 10 000-ზე მეტი ბინა[2].

გარეუბანში უკვე აგებულია საშუალო სკოლა (გაეშვა 2009 წელს), ორი საწყისი სკოლა. ტარდება სამუშაოები ბიბლიოთეკის, სპორტული ცენტრისა და მაღაზიების (პირველი გაიხსნა 2009 წლის შემოდგომაზე) ასაგებად. ადამსტაუნში ფუქციონირებს ფეხბურთის, ველოსპორტის, გოლფისა და სხვა სპორტების კლუბები[3].

გარეუბნის ჩრდილოეთით მდებარეობს საავტომობილო ტრასა N4/M4 route, რომელიც დუბლინსა და სლაიგოს აერთებს. სამხრეთით გადის სარკინიგზო ხაზი დუბლინ-კილდერი[1]. 2006 წელს დასრულდა ახალი სარკინიგზო სადგურის მშენებლობა, რომელიც 5 თვე გრძელდებოდა[4] и открытой 10 апреля 2007.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.