Yle

From Wikipedia, the free encyclopedia

Yle

ფინეთის სამაუწყებლო კომპანია (ფინ. Yleisradio, შვედ. Rundradion), შემოკლებით Yleფინეთის ეროვნული საზოგადოებრივი სამაუწყებლო კომპანია; დაარსდა 1926 წელს. YLE არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ბევრი თავისებურებით თავის ბრიტანულ ანალოგს, BBC–ს ემსგავსება. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 3 200 ადანიანი. მისი აქციების 99.98 % წილს ფინეთის სახელმწიფო ფლობს.

სწრაფი ფაქტები მედიის სახეობა:, დაფუძნდა: ...
Yle
Thumb
მედიის სახეობა:მაუწყებლობა
დაფუძნდა:9 სექტემბერი, 1926
მფლობელი:სახელმწიფოს მფლობელობაში
შტაბ-ბინა:ჰელსინკი
ფორმატი:ტელე/რადიო/ინტერნეტი
გავრცელება:ეროვნული
საერთაშორისო
საიტი:www.yle.fi
დახურვა

დღესდღეობით, კომპანიაში ერთიანდება 4 ეროვნული სატელევიზიო არხი, 13 რადიოარხი და 25 რეგიონული რადიოსადგური. იქიდან გამომდინარე, რომ ფინეთი ოფიციალურად მრავალენოვანი სახელმწიფოა და მისი მოსახლეობის 5,5% შვედურად საუბრობს, Yle ასევე აწარმოებს რადიო და სატელევიზიო გადაცემას შვედურად, რომელსაც შვედური Yle ჰქვია (Svenska Yle). უცხოენოვანი ფილმები და შოუები კომპანიის არხებზე ძირითადად სუბტიტრებით გადის. დუბლირება მხოლოდ საბავშვო ანიმაციურ ფილმებზე გამოიყენება.

Yle ერთ–ერთი იყო იმ 23 სამაუწყებლო ორგანიზაციიდან, რომლებმაც 1950 წელს ევროპის მაუწყებელთა კავშირი დააარსეს. 2007 წელს მან უმასპინძლა ევროვიზიის სიმღერის კონკურსს ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში.

რესურსები ინტერნეტში

სწრაფი ფაქტები
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
დახურვა


Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.