From Wikipedia, the free encyclopedia
„What God Wants, Part 1“ — ბრიტანელი როკ-მუსიკოს როჯერ უოტერსის სინგლი და სიმღერა ალბომიდან Amused to Death. იგი გამოვიდა 1992 წლის 17 სექტემბერს.
„What God Wants, Part 1“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — როჯერ უოტერსი | ||||
ალბომიდან Amused to Death | ||||
გამოსვლის თარიღი | 17 სექტემბერი 1992 | |||
ჩაიწერა | 1992 | |||
ჟანრი | პროგრესული როკი | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Columbia/CBS Records | |||
პროდიუსერი | როჯერ უოტერსი | |||
როჯერ უოტერსი — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
სიმღერაში უოტერსი დასცინის მთავრობასა და რელიგიურ დოგმებს. საუბარია ოპერაციაზე „ქარიშხალი უდაბნოში“, რომლის დროს ჯორჯ ბუშ უფროსმა განაცხადა - „ღმერთი ჩვენ მხარეს არის“.
ჯეფ ბეკმა ეს და სიმღერის მესამე ნაწილი უოტერსთან ერთად 2002 წელს, როიალ ალბერტ ჰოლში გამართულ საკუთარ კონცერტებზე შეასრულა. საგულისხმოა, რომ როჯერის მიერ პირველი ნაწილი სრულდებოდა მხოლოდ ტურნეს In The Flesh (1999-2002) პირველ, 1999 წლის ეტაპის რამდენიმე კონცერტზე. თუმცა, მისი პრემიერა გაიმართა 1991 წელს, სევილიაში გამართული გიტარების ლეგენდების ფესტივალზე, სადაც უოტერსმა იგი წარადგინა, როგორც „Monkey Television“. სიმღერის თავდაპირველი სახელწოდება აგრეთვე იყო „Fallen Angel“.
What God Wants იყოფა სამ ნაწილად, ისევე როგორც „Another Brick in the Wall“. ასევე იდენტურია ის, რომ სამივე ნაწილში გამოიყენება ბას გიტარის ერთი და იგივე ხაზი.[1] მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა სამ ნაწილად იყოფა, სინგლზე მხოლოდ პირველი გამოვიდა.
სიმღერაში საუბარია რელიგიურ დოგმებსა და რაიმე საკითხის პატივისცემაზე, მატერიალიზმსა და მოხმარებაზე. მთლიანობაში, წარმოდგენილია უბრალო შესაბამისობა: თუ როგორ შეუძლია ადამიანს რომელიმე საკითხისადმი ერთგულება, არა მხოლოდ სურვილის, არამედ მორჩილების გამო.
სიმღერაში მთავარ სოლოს გიტარაზე ასრულებს ჯეფ ბეკი.
ასევე გამოვიდა სიმღერის მუსიკალური ვიდეო. მასში ნაჩვენებია გორილები, რომლებიც სხედან ტელევიზორთან. სხვა კადრებში ჩნდებიან ცხოველები. კლიპის რეჟისორია ტონი კეი, ხოლო პროდიუსერი - სარა უისლერი. გამოვიდა ვიდეოს ალტერნატიული ვერსიაც, რომელშიც გამოყენებულია სტუდიური კადრები ჯეფ ბეკის მონაწილეობით. ორივე ვიდეო შეიქმნა ტონი კეისა და სარა უისლერის მიერ. ანიმაციური სეგმენტები ეკუთვნის Pacific Data Images-ს (კომპიუტერული გრაფიკა) და უილ ვინტონის სტუდია (თოჯინური ანიმაცია).
2015 წელს, ალბომის Amused to Death ახალი რემასტერის გამოცემასთან დაკავშირებით გამოვიდა სინგლის ახალი ვერსიაც, მხოლოდ Blu-Ray-ს ფორმატში. აგრეთვე გამოქვეყნდა განახლებული ვიდეო.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.