Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
Volkswagen Aktiengesellschaft ([ˈfɔlksˌvaːgən ˈʔakt͡si̯əngəˌzɛlʃaft]) — უმსხვილესი გერმანული საავტომობილო კორპორაცია, დაარსებული 1937 წელს ბერლინში, ამჟამად სათავო ოფისი ქვემო საქსონიის ქალაქ ვოლფსბურგში მდებარეობს.
ტიპი | სახელმწიფო კორპორაცია |
---|---|
დარგი | საავტომობილო წარმოება |
დაფუძნდა | 28 მაისი 1937 |
სათავო ოფისი | ვოლფსბურგი, ქვემო საქსონია, გერმანია |
მმართველი |
ბერთოლდ ჰუბერი (თავმჯდომარე) მარტინ ვინტერკოკი (CEO) |
პროდუქცია | მსუბუქი ავტომობილები, მოტოციკლები, სატვირთო ავტომობილები |
შემოსავალი | $148,98 მლრდ (2008 წელი) |
სუფთა მოგება | -$30,86 მლრდ (2008 წელი) |
თანამშრომელი | 252 ათასი კაცი (2008 წელი) |
საიტი | VolksWagenAG.com |
2014 წლის მონაცემებით ფოლკსვაგენ ჯგუფი მსოფლიოში მეორე უმსხვილესი ავტომწარმოებელია და მხოლოდ ტოიოტას ჩამორჩება. 2008 წლის შემდეგ, როდესაც 77 წლიანი პირველობა დათმო ამერიკულმა კონცერნმა General Motors-მა, ფოლკსვაგენ ჯგუფი და ტოიოტა თითქმის თანაბარი რაოდენობით ჩაუდგნენ სიას სათავეში.
კონცერნის შემადგენლობაში გერმანიის, ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით, უამრავი ბრენდი ერთიანდება, თითოეული მათგანი გამორჩეულია თავისი ინდივიდუალიზმით და ყოველ მათგანს კონცერნის რიგებში თავისი მისია აკისრია.
გამორჩეული ბრენდებია: ფოლკსვაგენი, პორშე, აუდი, შკოდა, ლამბორგინი, ბენტლი, ბუგატი, MAN, სეატი, დუკატი, სკანია და სუზუკი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.