From Wikipedia, the free encyclopedia
The Rasmus — ფინური როკ-ჯგუფი. ჩამოყალიბდა 1994 წელს ქალაქ ჰელსინკიში, ამ დროს ჯგუფის წევრები ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეები იყვნენ. ჯგუფი ჩამოაყალიბეს: ლაური ილონენმა (ვოკალი), ერო ჰეინონენმა (ბასი), პაული პანტასალმმა (გიტარა), იანე ჰეისკანენმა (დასარტყმელი საკრავები). 1998 წელს ჯგუფი დატოვა იანე ჰეისკანენმა, ჯგუფს მალევე შეუერთდა აკი ჰაკალა.
The Rasmus | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | ჰელსინკი, ფინეთი |
ჟანრ(ებ)ი |
|
აქტიური | 1994–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი |
|
წევრები |
ლაური ილონენი ერო ჰეინონენი ემილია სუჰონენი აკი ჰაკალა |
ყოფილი წევრები |
პაული რანტასალმი იანე ჰეისკანენი |
საიტი | therasmus.com |
The Rasmus ვიკისაწყობში |
1996 წელს The Rasmus-მა გამოუშვა თავისი პირველი ალბომი Peep, რომელსაც დიდი პოპულარობა არ მოჰყოლია. ამის შემდეგ ჯგუფმა კიდევ ორი ალბომი გამოუშვა, რომლებიც ასევე არ იყო პოპულარული. 2001 წელს The Rasmus-მა გამოუშვა ახალი ალბომი Into, რომელიც საკმაოდ პოპულარული გამოდგა. 2003 წელს მან გამოუშვა ალბომი Dead Letters, რომელიც ყველა დანარჩენ ალბომზე პოპულარული გამოდგა, The Rasmus ახალგაზრდებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფი გახდა. ამ დროისათვის მას უკვე გამოშვებული ჰქონდა 21 სინგლი, რომლებიც ჩარტებში პირველ ადგილს ინარჩუნებდნენ — „Liquid“, „F-F-F-Falling“, „In the Shadows“, „First Day of My Life“, „Funeral Song“ , „No Fear“, „Sail Away“, „Livin' in a World Without You“, და „Justify“.
2003 წელს ჯგუფმა MTV-ს დაჯილდოებაზე საუკეთესო სკანდინავიური ჯგუფის ტიტული მიიღო. 2005 წელს კი საუკეთესო ფინური ჯგუფის.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.