From Wikipedia, the free encyclopedia
The Jimi Hendrix Experience — ინგლისურ-ამერიკული როკ-ჯგუფი, ჩამოყალიბებული უესტმინსტერში, 1966 წლის სექტემბერში. მასში შედიოდნენ სიმღერების ავტორი, მომღერალი და გიტარისტი ჯიმი ჰენდრიქსი, ბასისტი და ბექ-ვოკალისტი ნოელ რედინგი და დრამერი მიჩ მიჩელი. ჯგუფი აქტიური იყო 1969 წლის ივნისამდე ა გამოსცა სამი წარმატებული სტუდიური ალბომი. 1969 წლის შუა პერიოდის შემდეგ ჰენდრიქსმა და მიჩელმა განაგრძეს სხვა პროექტებზე მუშაობა. The Experience აღდგა 1970 წელს, ბასისტ ბილი კოქსის მონაწილეობით და იარსება სექტემბრამდე, ჰენდრიქსის გარდაცვალებამდე. რედინგი 2003 წელს გარდაიცვალა[5], ხოლო მიჩელი - 2008 წლის ნოემბერში.[6]
The Jimi Hendrix Experience | |
---|---|
The Jimi Hendrix Experience-ის გამოსვლა ჰოლანდიური ტელევიზიის ეთერში, 1967. მარცხნიდან - ჯიმი ჰენდრიქსი, ნოელ რედინგი და მიჩ მიჩელი | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | ლონდონი, გაერთიანებული სამეფო |
ჟანრ(ებ)ი | როკი, მძიმე როკი, ფსიქოდელიური როკი,[1][2] ბლუზ-როკი,[3] ეისიდ-როკი[4] |
აქტიური | 1966–1970 |
ლეიბლ(ებ)ი |
Track (გაერთიანებული სამეფო) Reprise (ჩრდილოეთი ამერიკა) Polydor (ევროპა) Barclay (საფრანგეთი) MCA (დაშლის შემდეგ) |
ყოფილი წევრები |
ჯიმი ჰენდრიქსი მიჩ მიჩელი ნოელ რედინგი ბილი კოქსი |
საიტი | jimihendrix.com |
The Jimi Hendrix Experience ვიკისაწყობში |
ითვლება, რომ The Jimi Hendrix Experience-მა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მძიმე როკის, ფსიქოდელიური როკის[7] და მძიმე მეტალის ჟანრების მუსიკაზე, 1960-იანი წლებიდან დღემდე. ჯგუფი ცნობილია ჰენდრიქსის ნიჭით, სტილით და ქარიზმით. ჯიმი ჰენდრიქსი მრავალი გამოცემის თუ ავტორის მიერ დასახელებულია ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს გიტარისტად. ჯგუფის სამივე ალბომი, Are You Experienced (1967), Axis: Bold as Love (1967) და Electric Ladyland (1968) მოხვდა Rolling Stone-ის „ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომის“ სიაში-ში, #15, #82 და #54 პოზიციებზე. 1992 წელს The Jimi Hendrix Experience როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.