From Wikipedia, the free encyclopedia
„The Fletcher Memorial Home“ — მერვე სიმღერა ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის 1983 წლის ალბომზე The Final Cut.[1][2] სიმღერა აგრეთვე შეტანილია ჯგუფის კომპილაციურ ალბომებში Echoes: The Best of Pink Floyd[3] და A Foot in the Door – The Best of Pink Floyd.[4]
„The Fletcher Memorial Home“ | ||||
---|---|---|---|---|
სიმღერა — პინკ ფლოიდი | ||||
ალბომიდან The Final Cut | ||||
გამომცემელი | Pink Floyd Music Publishers Ltd | |||
გამოსვლის თარიღი |
21 მარტი 1983 (ბრიტანეთი) 2 აპრილი 1983 (აშშ) | |||
ჩაიწერა | ივლისი-დეკემბერი 1982 | |||
ჟანრი | პროგრესული როკი | |||
ხანგრძლივობა | 4:12 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი |
Harvest Records (ბრიტანეთი) Capitol Records (აშშ) | |||
ავტორ(ებ)ი | როჯერ უოტერსი | |||
პროდიუსერი | როჯერ უოტერსი, ჯეიმზ გათრი და მაიკლ კემენი | |||
The Final Cut – სიმღერები | ||||
| ||||
Echoes: The Best of Pink Floyd — სიმღერების სია | ||||
სიმღერის სახელწოდება, ისევე როგორც ალბომი, ეძღვნება როჯერ უოტერსის მამას, ერიკ ფლეტჩერ უოტერსს. როჯერი ტექსტში ამბობს, რომ საჭიროა, „ერთ ადგილას თავი მოვუყაროთ ყველა მსოფლიო ლიდერს და იგივე განაჩენი გამოვუტანოთ, რაც თავად გამოგვიტანეს“. სავარაუდოდ, ფლეტჩერის სახელობის სახლში იგულისხმება რაღაც საშუალო შეშლილთა თავშესაფარსა და საბავშვო ბაღს შორის, სადაც „განუკურნებელ ტირანებსა და მეფეებზე ზრუნავენ მედდები და ძიძები“. ფილმში The Final Cut EP მთავარი გმირი (რომელსაც ფილმში „პინკ ფლოიდი: კედელი“ მასწავლებლის როლის შემსრულებელი ალექს მაკევოი განასახიერებს) ჩნდება ამ სახლში, რათა ძველი რევოლვერით „შური იძიოს ყველაზე, ვინც მას და სხვებს შვილები წაართვა“.
ფილმში The Final Cut EP ამ სიმღერის სცენაში ჩნდება ნაპოლეონ ბონაპარტი გიგანტური ლოკოკინით, მარგარეტ ტეტჩერი და არგენტინელი გენერალი გალტიერი (რომლებიც კრიკეტის ბურთის გამო კამათობენ), ხოლო უინსტონ ჩერჩილი, რომელიც იქვე დგას, ყველაფერს თვალს ადევნებს და ხელით გამარჯვების ჟესტს აჩვენებს.
სიმღერა ჯგუფის მიერ კონცერტებზე არ შესრულებულა. როჯერ უოტერსი მას ასრულებდა 2006-2008 წლების ტურნეს მსვლელობისას. ვიდეოპროექციისთვის სპეციალურად მომზადდა ახალი ვიდეორგოლი, „შეშლილთა სახლის“ კადრებით, სადაც კედელზე ეკიდა სურათები ოსამა ბინ ლადენისა და ჯორჯ ბუშის გამოსახულებით.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.