From Wikipedia, the free encyclopedia
Tears for Fears — ინგლისური პოპი/როკ ჯგუფი, ჩამოყალიბებული ბათში (ევონი, სომერსეტი), 1981 წელს, როლანდ ორზაბალის და კურტ სმითი. მოდებით შთაგონებული ჯგუფ Graduate-ის დაშლის შემდეგ შექმნილი Tears for Fears-ის სახელი უკავშირდება ახალი ტალღის ჟანრის სინთეზატორზე დაფუძნებული მუსიკის შემსრულებელი ჯგუფების 1980-იანების თაობასთან, თუმცა მოგვიანებით იგი მეინსტრიმულ როკს და პოპს ასრულებდა, რამაც ჩარტებში წარმატება გამოიწვია. Tears for Fears აგრეთვე ითვლება 1980-იანების პირველი ნახევრის „მეორე ბრიტანული შემოჭრის“ წარმომადგენლად.[9]
Tears for Fears | |
---|---|
ჯგუფის გამოსვლა 2018 წელს | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | ბათი, სომერსეტი, ინგლისი |
ჟანრ(ებ)ი | |
აქტიური | 1981–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | |
წევრები |
|
ყოფილი წევრები |
|
საიტი | tearsforfears.com |
Tears for Fears ვიკისაწყობში |
ჯგუფის პლატინის სტატუსის მქონე სადებიუტო ალბომი The Hurting ბრიტანეთის ალბომების ჩარტში #1 იყო, ხოლო მეორე, Songs from the Big Chair — #1 US Billboard 200-ში, მიაღწია რა მრავალპლატინიან სტატუსს ბრიტანეთში და აშშ-შიც.[10][11] მასში შეტანილია Billboard Hot 100-ის #1 ჰიტები - „Shout“ და „Everybody Wants to Rule the World“. უკანასკნელმა Brit Awards-ის 1986 წლის ცერემონიაზე მიიღო საუკეთესო ბრიტანული სინგლის ჯილდო.[12]
1991 წელს სმითმა და ორზაბალმა კოლექტივი დაშალეს, მას შემდეგ, რაც გამოვიდა მესამე, მოგვიანებით პლატინის სტატუსით აღნიშნული ალბომი The Seeds of Love (1989), თუმცა 1990-იანებში ორზაბალი იურიდიულად ფლობდა ჯგუფის სახელს. 2000 წელს დუეტი კვლავ გაერთიანდა და გამოსცა ალბომი ახალი მასალით, Everybody Loves a Happy Ending (2004). 2013 წლის შემდეგ ისინი მეშვიდე ალბომზე მუშაობენ.[13] Tears for Fears-მა დღეისთვის მსოფლიო მასშტაბით 30 მილიონზე მეტი ალბომი გაყიდა.[14]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.