From Wikipedia, the free encyclopedia
Super A'Can — მეოთხე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი ტაივანური კომპანია Funtech-ის მიერ 1995 წლის 25 ოქტომბერს მხოლოდ ტაივანური ბაზრისთვის.[1]
Super A'Can | |
---|---|
Super A'Can კონტროლერთან ერთად | |
მწარმოებელი | Funtech |
ტიპი | სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი |
თაობა | მეორე თაობა |
გამოშვების თარიღი |
|
მედია | სათამაშო კარტრიჯი |
პროცესორი | Motorola 68000 10.6 მჰც, MOS 6502 3,58 მჰც |
მეხსიერება | 64კბ |
გრაფიკა | 320x240 გაფართოება |
კონტროლერის შეტანა | გეიმპადი |
კონსოლს გააჩნდა Super Nintendo-ს და Mega Drive-ის მსგავსი გრაფიკა.[2] მასში განთავსებული იყო ორი ცენტრალური პროცესორი: 16 ბიტიანი Motorola 68000 როგორც ძირითადი პროცესორი 10 მჰც ტაქტური სიხშით[3] (რომელიც გამოიყენებოდა Sega Genesis/Mega Drive და SNK-ს Neo Geo AES-ში) და 8 ბიტიანი MOS Technology 6502 როგორც მეორადი პორცესორი 3,58 მჰც სიხშირით,[3] ხოლო ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 64 კბ შეადგენდა.
კონსოლის თამაშების ბიბლიოთეკა საერთო ჯამში მოიცავდა მხოლოდ და მხოლოდ 12 თამაშს.[4] მათი უმეტესობა იმ დროის პოპულარული თამაშების კლონებს წარმოადგენდა, რომელთა შორის იყო RPG, თავსატეხი სპორტული, პლატფორმერი და საბრძოლო ჟანრების თამაშები.[5]
Super A'Can მიჩნეულია კომერციულ ჩავარდნად. ამის ერთ-ერთ მიზეზად სახელდება კონსოლის ძალიან მაღალი ფასი,[6] ხოლო მეორე მიზეზად ის, რომ Super A'Can გამოვიდა იმ ეპოქაში, როდესაც ბაზარზე დომინირებდნე სამგანზომილებიანი გრაფიკის მქონე და აპარატულად უფრო მძლავრი სათამაშო სისტემები, ისეთები როგორებიცაა PlayStation, Nintendo 64 და Sega Saturn. გამომდინარე აქედან, Super A'Can-მა ვერ შეძლო მათთვის კონკურენციის გაწევა, ხოლო Funtech-მა, Super A'Can-ის წარმოების შეწყვეტამდე 6 მილიონი დოლარის ზარალი ნახა.[7] კომპანიას დაგეგმილი ჰქონდა CD-ROM მოწყობილობის გამოშვება და სისტემის მახასიათებლების გაუმჯობესება, თუმცა ეს არასდროს მომხდარა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.